23.მარტი .2020 12:44

პროდუქტი არის, რიგები - არა, მოსახლეობა ადეკვატურია - რა ხდება ბოლნისსა და მარნეულში

უკან

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მოსახლეობა ადეკვატურად ეკიდება შექმნილ ვითარებას და გადაადგილებისგან თავს იკავებს.

„მუნიციპალიტეტების დატოვება ყველას ეზღუდება, თუმცა მუნიცალიტეტში შიგნით, ჯერჯერობით, ეს შეზღუდვა არ არის, მაგრამ მოსახლეობა ადეკვატურია და ნაკლებად გადაადგილდება. ჩვენ დავასრულეთ მოხალისეების და მათთან ერთად ექიმთა პერსონალის ჯგუფების ჩმაოყალიბება. უახლოეს საათებში ჩვენ გავალთ იდენტიფიცირებულ უბნებსა და ხალხთან, სადაც კომუნიკაცია იყო და მოვიქცევით შესაბამისად. ამ ვითარებაში ყველაფერი გაკეთებული იმისთვის, რომ შევღთუდოთ და გამოვრიცხოთ რისკები.

ორგანიზებული სავაჭრო სისტემა მუშაობს შეუფერხებლად, პროდუქტი არის, რიგები არ არის, არავითარი პანიკა და ზედმეტი ეიფორია არ არის და ასეც გაგრძელდება, რადგან დისტრიბუციასთან გვაქვს კავშირი და პროდუქტის ნაკლებობა არ იქნება“, - განაცხადა რეხვიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა