მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროდუქტზე ფასის ზრდა 20-25%-ით მოგვიწია“ - „ბებოსია“

6458d74230913
ნანუკა ნარიმანიძე
08.05.23 20:00
654
ქართულმა სოუსების მწარმოებელმა კომპანიამ „ბებოსია“ პროდუქტზე ფასი გაზარდა. როგორც Bm.ge -სთან კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა ნინო დოლიძემ თქვა, ბოლო წლებია ნედლეულის თვითღირებულებამ მოიმატა, რამაც პროდუქციის ფასის 20-25%-ით ზრდა გამოიწვია.

"პროდუქციაზე ფასების გაზრდა მოგვიწია, რამაც ბაზარზე მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია, გაძვირებული პროდუქტი, რა თქმა უნდა, ცუდად ისახება გაყიდვებზე. ასევე ამინდის გამო ნედლეულის მოპოვება გართულდა - ძირითადად, ტყემლის მოსავალზე ვართ დამოკიდებულები, ბოლო წლებში კი კარგ ნაყოფს ვერ ვიღებთ. მაგალითად, შარშან ველოდებოდით კარგ ნაყოფს, მაგრამ ასე არ მოხდა“, -განაცხადა მან და დასძინა, რომ ახლა ბაზარი დასტაბილურდა და მიმდინარე წელს ფასების მომატებას აღარ აპირებენ.

ნინო დოლიძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გაფართოებაზე და ექსპორტზე გაუსვლელად მუშაობენ.

„მესამე წელია, რაც ბაზარზე ვართ, მოთხოვნა კი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი რესურსი, სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ საწარმოს გაფართოებაზე, ასევე ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ექსპორტზე გასვლა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპულ ქვეყნებთან და ამერიკასთან, შორ პერსპექტივაშია თბილისში ჩვენი ობიექტის გახსნაც, ვინაიდან ჩვენ პროდუქტზე მოთხოვნა ქალაქიდან ძალიან მაღალია“, - ამბობს ის.

ცნობისთვის: ბრენდი „ბებოსია“ ბაზარზე 2020 წელს 300 000 ლარიანი ინვესტიციით შეიქმნა. საწარმო აჭარაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს. კომპანია ნატურალურ წვენებსა და კეტჩუპს აწარმოებს, თუმცა, ძირითადი ნიშა ტყემალსა და აჯიკაზე აქვს აღებული.საწარმოს ყოველწლიური წარმადობა 10 ტონამდეა.

„ბებოსია“ საჭირო ნედლეულს აჭარიდან, გორიიდან და ბოლნისიდან იღებს. პროდუქციის შეძენა აჭარის მასშტაბით თითქმის ყველა უბნის მარკეტში, ქსელურ მაღაზია „ბილიონში“, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში და ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მაგნიტისა და სმარტის ქსელებშია შესაძლებელი. კომპანია 15 ადამიანს ასაქმებს.