მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროექტები აშშ–ში, იტალიაში – რას საქმიანობს “აჭარა ჯგუფიდან” წამოსვლის შემდეგ ჩეხერია?

61ed3160d9e76
BM.GE
23.01.22 14:39
2098
უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ვალერი ჩეხერიამ “აჭარა ჯგუფის“ და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. რამდენიმე თვეში ჩეხერია ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას კონსულტანტად დაინიშნა.

ამჟამად ჩეხერია “აჭარა ჯგუფის” ყოფილ მმართველ დირექტორთან ლევან ბერულავასთან ერთად საკონსულტაციო კომპანია Hospitality Projects–ს ფლობს, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა კომპანიას სწორედ სტუმარ–მასპინძლობისა და აგრარული მიმართულებებით ეხმარება. ვალერი ჩეხერიამ “აჭარა ჯგუფიდან” წამოსვლისა და მისი მომდევნო საქმიანობის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.
 
“ახლა ვაკეთებ ძალიან საინტერესო საქმეს. რაც წავედი საქართველოდან მეც და ლევანმაც(ბერულავა) გავაკეთეთ საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც Hospitality Projects ჰქვია და რომელიც სტუმარ–მასპინძლობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობს. ვმუშაობთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით: პირველი პროექტი დავიწყეთ ნიუ–იორკში, ასევე გვაქვს იტალიაში, რომში.

ამის პარალელურად ამ პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებას ვაწარმოებდი სტუმარ–მასპინძლობის სექტორში ჩემთვის ერთ–ერთ უსაყვარლეს ჯგუფთან – Slow Group, მათთან გავაფორმე კონტრაქტი და ამერიკის Slow ჯგუფის CEO - აღმასრულებელი დირექტორი გავხდი”,– აცხადებს ვალერი ჩეხერია.