06.მაისი .2021 20:24

პროექტები იმერეთში, რომელთა განხორციელებაც პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში იგეგმება

პროექტები იმერეთში, რომელთა განხორციელებაც პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში იგეგმება
views 431
უკან

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ქუთაისში ჩატარებულ პირველ სხდომაზე იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია.

წინადადებები იმერეთის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს, შერჩეული არეალების განვითარებისთვის შესაბამისი პროექტების/ესკიზების შემუშავება კი უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.

კომისიის მიერ შერჩეული არეალებია:

• ქუთაისი - ფალიაშვილის ქუჩა და ცენტრალური ბულვარი
• საჩხერე - ქალაქის ცენტრალური ნაწილი (მუხრან მაჭავარიანის ქუჩა და სხვა)
• ჭიათურა - ქალაქის ცენტრალური ნაწილი (9 აპრილის ქუჩა და სხვა)
• ხარაგაული - სოლომონ მეფის ქუჩა
• ზესტაფონი - დავით აღმაშენებლის ქუჩა
• ტყიბული - კოსტავას უბნის დასახლება
• თერჯოლა - ქალაქის ცენტრალური უბანი (რუსთაველის ქუჩა)
• ბაღდათი - აკაკი წერეთლის და ვაჟა-ფშაველას ქუჩები
• ვანი - თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩები
• სამტრედია - თამარ მეფის ქუჩა და მიმდებარე სკვერი
• ხონი - ჭანტურიას და მოსე ხონელის ქუჩები
• წყალტუბო - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა
• ასევე, მომზადდება ქალაქების - ქუთაისის, წყალტუბოს და ვანის ურბანული განახლების დოკუმენტაცია/პროექტები