მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ინვესტორი გალიფ ოზთურქი საქართველოში გეგმავს

5f07523c23562
თამთა ჯიჯავაძე
09.07.20 23:00
1863
ერთ-ერთი ჩვენი სამომავლო პროექტია გოდერძის სასტუმრო, რომელიც დაწყებული გვაქვს და მთავრდება. იმედია, რომ ამ ზამთრის სეზონზე სასტუმრო გაიხსნება, – ამის შესახებ თურქმა ინვესტორმა გალიფ ოზთურქმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გარდა გოდერძის პროექტისა, ის ასევე თბილისშიც მუშაობს ორ პროექტზე.

"კორონავირუსის გამო, ცოტა გადაგვივადდა, თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას. ერთი პროექტის გამჟღავნება შეგვიძლია. ეს არის ასევე სასტუმროს პროექტი, რომელიც ორთაჭალაში აშენდება. ეს იქნება 909-ნომრიანი სასტუმრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენივე რეკორდს მოვხსნით და საქართველოში ყველაზე დიდ სასტუმროს გავხსნით",– აღნიშნა ოზთურქმა ინტერვიუში.

მან ასევე ბათუმში არსებულ გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, დაახლოებით 6 თვის წინ მან შეისყიდა ბათუმის აფთიაქის ძველი შენობა, რომელსაც კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.

"ჩვენ მისი იერსახის შენარჩუნებას ვაპირებთ. შენობაში განვათავსებთ კაფეს, მაღაზიას, 49–ნომრიან სასტუმროს და სამორინე–კაზინოს. ისეთი იქნება ეს პროექტი, ქალაქის ცენტრს რომ შეეფერება. ყველაფერი შეთანხმებულია, მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსგან ველოდებით საბოლოო დასტურს", – განაცხადა ოზთურქმა.

გალიფ ოზთურქი აჭარაში უმსხვილესი თურქი ინვესტორია, რომლის METRO HOLDING-ი საქართველოში 2012 წლიდან საინვესტიციო კომპანია "მეტრო ატლას ჯორჯიას” სახითაა წარმოდგენილი. ოზთურქს ინვესტიციები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორში აქვს განხორციელებული.