მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროექტი Betterhelp, რომელიც ბიზნესს Covid-19-ით შექმნილი კრიზისის დაძლევაში დაეხმარება

5eb4408323e80
ნინი ლონგურაშვილი
07.05.20 21:20
908
Betterhelp - სარეკლამო სააგენტო Betterfly DDB-ის ახალი პროექტია, რომლის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს Covid-19-ით შექმნილი გამოწვევების დაძლევაში. Betterhelp იმუშავებს იმისთვის, რომ ბიზნესმა სწორი კომუნიკაციით შეინარჩუნოს მომხმარებელი, დროულად გამოვიდეს არსებული კრიზისიდან და დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას.

პროექტის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში კომპანია Betterfly DDB-ის გენერალურმა მენეჯერმა, დავით ბალიაშვილმა ისაუბრა.

“BetterHelp-ის მთავარი მიზანია, რომ დავეხმაროთ ბიზნესს ახალი ტრენდების ათვისებაში და ბაზრის ცვლილებებზე ადაპტაციაში. იმისთვის, რომ ერთად გავუმკლავდეთ ეკონომიკის გამოწვევებს და ერთად შევეჭიდოთ ბაზარს, რათა დავასტაბილუროთ კრიზისი.

პროცესი საკმაოდ მარტივია: მომხმარებლები უნდა შემოვიდნენ www.BetterHelp.ge-ზე, უნდა შეავსონ უფასო კონსულტაციის მოთხოვნა, სადაც ისინი აღწერენ თავიანთი ბიზნესის გამოწვევებს, ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ამუშავებს ამ მოთხოვნას, უკავშირდება მათ, განიხილავს ყველა დეტალს და ვუბრუნდებით უკვე რეკომენდაციებით და მიმართულებებით თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ მათ მომხმარებლები და დროულად გამოვიდნენ არსებული კრიზისიდან. სულ რაღაც 48 საათში ჩვენ უკვე 6 კომპანია გვყავს დარეგისტრირებული მოთხოვნით და უკვე ვიწყებთ მათთან მუშაობას", – აღნიშნა დავით ბალიაშვილმა.