პროექტი ,,გემოვანი“, რომელიც ქართული გენეტიკის სურსათის აღდგენას ისახავს მიზნად, სოფლად აგროტურიზმის განვითარებით დაკავდა. როგორც Bm.ge-ს პროექტის ხელმძღვანელმა და კომპანია ,,გემოვანის“ დამფუძნებელმა ოთარ ნაჭყებიამ განუცხადა, „გემოვანის“ ნიშნის ქვეშ ამჟამად ოთხი სოფელია გაერთიანებული, ესენია: სოფ. ლახუშდი (ზემო სვანეთი), სოფ. მთისპირი (გურია), ნაღვარევი(აჭარა) და გომის მთა (გურია). მისი თქმით, პროექტ ,,გემოვანის“ ფარგლებში, აღნიშნულ სოფლებს უცხოეთიდან 200 ზე მეტი სტუმარი ეწვია, კერძოდ: იტალიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან, თუმცა, ამ ლოკაციებით ქართველი ტურისტებიც ინტერესდებიან. ახლო მომავალში იგეგმება „გემოვანი“ სოფლების რიცხვის გაზრდა.
"ვაგრძელებთ პროექტი „გემოვანი“-ს დოქტრინის განხორციელებას, კერძოდ პუნქტი #4 -ის, რომელიც მიზნად ისახავს, ქართული ჯიშის სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე მოთხოვნის გასაზრდელად და საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად, ტურისტულ აქტივობებს სოფლებში, სადაც წარმოჩენილი იქნება მიწათმოქმედი ოჯახების რეალური ყოფა და ფოლკლორი. ჩვენს მიერ შერჩული თითოეული სოფელი ზედმიწევნით წარმოაჩენს საკუთარ ტრადიციებს და იმ ენერგიას, რომელიც ასეთი ძვირფასი და ეგზოტიკურია ყველა ჩამოსული სტუმრისთვის.“ - აცხადებს ოთარ ნაჭყებია Bm.ge-სთან საუბრისას.
როგორც პროექტ ,,გემოვანის“ ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი, სანდრო ნათაძე განმარტავს, სტუმრები სოფლის ცხოვრებას ეცნობიან, ითვისებენ ქართულ ფოლკლორს, თამაშობენ ძველ ქართულ თამაშებს, ლაშქრავენ ძველ ციხე-სიმაგრეებს, აგემოვნებენ ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს და ერთვებიან კულინარიულ აქტივობებში.
"აღსანიშნავია ერთ-ერთი იტალიური პატარა სოფლის, პრემანას მაცხოვრებლების ვიზიტი საქართველოში, რომლებიც არაერთ რეგიონს ესტუმრნენ და შეიძლება ითქვას, რომ ამ ტურის ფარგლებში იტალიელები და ქართველები ერთად ამღერდნენ. მათ საქართველოში ვიზიტს მოჰყვა, ურთიერთობის გაგრძელება იტალიაში, პრემანაში, სადაც იმყოფებოდა ანსამბლი „ადილეი“ და პროქტ „გემოვანის“ ჯგუფი. ჩვენი იქ ყოფნის დროს აღმოვაჩნეთ უამრავი საერთო ჩვენ ტრადიციებთან და ყოფა-ცხოვრებასთან. მომავალ წელს იგეგმება პრემანელების ხელახალი ვიზიტი საქართველოში. აღსანიშნავია ასევე ფრანგი და გერმანელი სტუმრების მონაწილეობა ჩვენს ტურებში, რომლებიც „გემოვან“ სოფლებს ესტუმრნენ და აითვისეს არაერთი ნიმუში ქართული სასიმღერო ფოლკლორიდან“ - განაცხადა სანდრო ნათაძემ.
მისივე თქმით, პროექტ ,,გემოვანის“ მიზანია საქართველოს მაშტაბით გამრავლდეს სოფელები „გემოვანი“ ნიშნის ქვეშ! უფრო მეტი სოფელი დაუბრუნდეს ტრადიციებს, აწარმოონ გენეტიკურად ქართული ჯიშის პროდუქცია, აღიდგინონ და განავითარონ ადგილობრივი ფოლკლორული ნიმუშები. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ეწვევათ მათ მომავალში არაერთი, როგორც ქართველი, ისე უცხოეული სტუმარი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება