მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროექტი “იმუშავე საქართველოდან” არ შედგა - Pegas Touristik

5f93f0ca5ce65
BM.GE
24.10.20 13:33
1805
პროექტი “იმუშავე საქართველოდან” არ იყო ეფექტური, ჩემი აზრით, არ შედგა - ამის შესახებ Pegas Touristik-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ სალომე ბერაიამ განაცხადა ბექა ბაციკაძის რუბრიკაში BMG DRIVE-ში სტუმრობისას.

მისი თქმით, ამ პროექტმა ის შედეგი არ დადო, რასაც ვარაუდობდნენ.

27 აგვისტოდან 19 ოქტომბრის ჩათვლით მიღებული აპლიკაციების რაოდენობის მიხედვით, 1,000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა "იმუშავე საქართველოდან" პროექტის მონაწილედ და გამოხატა ქვეყანაში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი. ინფორმაცია bm.ge-ს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიაწოდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პროგრამის ფარგლებში საქართველოში შემოვიდა 166 პირი, მოქალაქეობის მიხედვით შემოსული პირები განეკუთვნებიან შემდეგ ქვეყნებს: აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა, ახალი ზელანდია, კანადა და ა.შ.

მიღებული აპლიკაციებიდან: დადასტურებულია 660-მდე რეგისტრირებული ადამიანის აპლიკაცია, დაუარებულია 115-მდე რეგისტრირებული ადამიანის აპლიკაცია.