მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროექტი "ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის" - განაცხადების მიღება დაიწყო

6182b2499aea8
თამთა ჯიჯავაძე
03.11.21 21:00
2216
პროექტში "ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის" განაცხადების მიღება დაიწყო. "საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, პროექტის ფარგლებში ქალ მეწარმეებს ბიზნესის განვითარებისთვის დამატებით რესურსებს სთავაზობს. შესაბამისი კონკურსი უკვე გამოცხადდა.

პროექტის ფარგლებში ნებისმიერ ქალს, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან (თბილისის გარდა), რომელიც სულ მცირე ერთი წელია აგროტურისტულ ობიექტს მართავს, აქვს ბიზნესის განვითარების გეგმა და მიაჩნია რომ ცოდნა მთავარი რესურსია, შეუძლია შეავსოს განაცხადი და მონაწილეობა მიიღოს.

პროექტი ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

ცნობისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის დაარსების მიზანს მსოფლიოს მასშტაბით ქალთა და გოგონათა ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება წარმოადგენს.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ კი 2012 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის 4,500-მდე ფერმერს, აგრობიზნესს, კოოპერატივსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოქმედ სექტორულ ასოციაციებს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით. ასოციაციის ძირითადი მიმართულებებია: ადვოკატირება და კომუნიკაცია, ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება და განვითარება.