მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროექტი, რომელიც აღაფრთოვანებს - „ორიონ ვაკის“ პენტჰაუსების გაყიდვები დაიწყო (რ)

63fde22e0a0da
BM.GE
28.02.23 15:33
2303
საოცნებო ბინის ყიდვა ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომლის დროსაც უამრავ ფაქტორს ვითვალისწინებთ.

საკუთარ მოთხოვნებს მორგებული საცხოვრებელი ფართის პოვნამდე, საკმაოდ გრძელი და რთული გზაა. საოცნებო ბინის ყიდვისას, ვითვალისწინებთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: ადგილმდებარეობა, შენობის ხარისხი, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი, მიმდებარე ინფრასტრუქტურა, შიდა დაგეგმარების კომფორტი, გარემო და შემოთავაზებული სერვისები.

თუ თქვენ გეგმავთ, იცხოვროთ თბილისის პრესტიჟულ უბანში, მაშინ აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ სამშენებლო კომპანია „ორიონ ჯგუფის“ ექსკლუზიური პენტჰაუსები, რომლის გაყიდვები სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.

რას გთავაზობთ „Orion Limited Collection“?

„ორიონ ვაკის“ პენტჰაუსები მდებარეობს ვაკის პარკის და კუს ტბის მიმდებარედ. შენობის ლოკაცია საშუალებას გაძლევთ, იცხოვროთ ქალაქის ცენტრში ჭავჭავაძის N 49 ე-ში, ყველაზე თანამედროვე და გამორჩეულ, მზიან, ნათელ სივრცეში და ამავდროულად დატკბეთ კუს ტბისა და ვაკის პარკის, მეორე მხრივ კი კავკასიონის შესანიშნავი ხედებით.

"Orion Limited Collection" სწორედ ის პროექტია, რომელიც მოგცემთ საშუალებას, გქონდეთ სახლი, რომელიც გამოირჩევა: უსაფრთხოებით,ევროპული სამშენებლო სტანდარტებით და არაჩვეულებრივი ხედით . რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტის მშენებლობა 100 %-ით დასრულებულია და თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ, პლატინუმ+ კარკასის კონდიციის ბინა.

ორიონის სტანდარტის პლატინუმ კარკასი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

გერმანული კომპანია „-Schüco”-ს ალუმინის კარ-ფანჯარა; (სარკმელებით და „სალიდებით“ )
ფრანგული “Saint Gobain”-ის დაბალემისიურ ნაწრთობი მინის ვიტრაჟული ფანჯრები ორკამერიანი მინაპაკეტებით. პენტჰაუსები აღჭურვილი იქნება ასევე De dietrich-სი (საფრანგეთი) ინდივიდუალური გათბობის ჩქაროსნული ქვაბითა და ELBI (იტალია) და მოცულობითი ბოილერით;
CLINT-ის (იტალიური) ცენტრალიზებული კონდიცირების სისტემით და პერსონალური აღრიცხვის მრიცხველით;
BPS CLIMA-ის (იტალიური) არხული ფანკოილებით, გაგრილებისათვის;
ISNA- ს (ჩეხეთი) იატაკში ჩასაშენებელი უხმო ფანკოილებით (თერმოსტატებით) გათბობისათვის;
გათბობის და წყლის სისტემებს ამუშავებს WILLO-ს (გერმანია) საცირკულაციო ტუმბოები;
EU სტანდარტის ელექტროსადენებს და სუსტი დენის სადენებს;
კომპანია „Smarter„-ის მიერ დამუშავებული „ჭკვიანი სახლის“ ჩაშენებული ინფრასტრუქტურით, რომელიც იძლევა საშუალებას დისტანციურად მართოთ ბინის განათება, ფარდები, კონდენცირების და გათბობის სისტემები და სხვა.
სანტექნიკური და წყლის მილები, დამონტაჟებული და მიყვანილი იქნება დაპროექტებულ წერტილებამდე (გამოიყენება მხოლოდ “Aquatherm”-ის წყლის და კომპანია „Valsir”-ის საკანალიზაციო მილები);
ვიდეო-აუდიო დომოფონს, მათ შორის კავშირით შენობის ‘კონსიერჟ’-თან;
საბოლოო მოპირკეთებისათვის მომზადებულ „შავ“ იატაკებს, გაუმჯობესებული ხმაგაუმტარობით;
სამღებრო სამუშაობისთვის გამზადებულ “Knauf”-ის თაბაშირმუყაოს სტრუქტურულ
კედლებს;

საიდან წამოვიდა პენტჰაუსების სახელების იდეა?
პენტჰაუსების კოლექცია აერთიანებს ექვს განსაკუთრებულ და ექსკლუზიურ ბინას, როგორც დუპლექსებს და ერთ დონიან პენტჰაუსსებს, ასევე პენტჰაუსს საკუთარი 95 მ² ტერასით. პენტჰაუსები განთავსებულია საცხოვრებელი კომპლექსის 22-ე, 23-ე და 24-ე სართულებზე, აღსანიშნავია რომ 22-23 სართულებზე პენტჰაუსების ჭერის სიმაღლე 4,0 მეტრია.

„ორიონ ჯგუფის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი, სოფიო მეშვილდიშვილი: „როგორც ცნობილია, ორიონი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო თანავარსკვლავედია და გამოირჩევა მრავალი კაშკაშა ვარსკვლავით. სწორედ ამიტომ „Orion Limited Collection“ ის პენტჰაუსების სახელწოდებები დავუკავშირე ორიონისავე ვარსკვლავებს: საიფი, მინტაკა, მეისსა, ბეტელგეიზი და ბელატრიქსი. ყველაზე პატარა პენტჰაუსი „საიფი“ 108 მ ² არის.

ასევე, ორიონ ჯგუფის ორსართულიანი პენტჰაუსი სახელად „ბელატრიქსი“ ერთ-ერთია ორიონის ექვსი პენტჰაუსიდან, რომელიც შენობის ბოლო, 23 – 24-ე სართულებზეა განლაგებული. სივრცე გაყოფილია პირად და საერთო სარგებლობის ზონებად პრივატულობისათვის. „ბელატრიქსში“ შესასვლელშივე არის მოწყობილი სართულშუა კიბე, რომლითაც სივრცეებს შორის გადაადგილება მოსახერხებელია“.

ორიონის პროექტში თქვენ დაგხვდებათ პრემიუმ კლასისთვის აუცილებელი ყველა მომსახურება, რაც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

. კონსიერჟ სერვისი
. თანამედროვე და კომფორტული ფოიე
· ევროპული სამშენებლო მასალები და ტექნოლოგიები
·24/7 ზე დაცული ტერიტორია
· პანორამული ვიტრაჟები და განუმეორებელი ხედები
· ვალეტ პარკინგი
. ფრანგული კაფეტერია

შენობის ყველა სასიცოცხლო სისტემა უზრუნველყოფილია ავარიული გენერატორით: ავტოპარკინგის განათება და ავტო ლიფტი, სამგზავრო ლიფტები, სასმელი წყლისა და სახანძრო ტუმბოების სისტემა, დომოფონების სისტემა, საერთო სივრცეების - კიბის უჯრედი, ლიფტის ბაქანი, ვესტიბიული, ავტოპარკინგი, განათება, ვესტიბიულის კლიმატ კონტროლი და, ასევე, სკვერების და შენობის ფასადის განათება.
„ორიონ ჯგუფის“ კომპლექსის არქიტექტორი/თანაავტორი, ლაშა ლოსაბერიძე: „შენობის სეისმომედეგობა, 8+ ბალზეა გათვლილი. შენობა აგებულია ხიმინჯებინ საძირკველზე, რომლებიც ეყრდნობა კლდეს 6 – 12 მეტრის სიღრმეზე ამიტომ, ეს შენობა არის განსაკუთრებულად მდგრადი და უსაფრთხო“.

„ორიონ ჯგუფის“ გაყიდვების სამსახურის უფროსს, სოფიო მეშვილდიშვილი: „ორიონ ჯგუფი“ 2016 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს, არამხოლოდ უძრავი ქონების ბაზარზე ინოვაციური, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და კომერციული პროექტების განხორციელებას, არამედ, ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც ხარისხი და ახალი ტექნოლოგიები ჰარმონიაშია მომხმარებლის საჭიროებებთან.

არ გაუშვათ ხელიდან შანსი და გახდით, „ორიონ ვაკის“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსში, ინოვაციური და ექსკლუზიური პენტჰაუსის მფლობელი, თქვენზე მორგებული ხელსაყრელი პირობებით. შეარჩიე შენთვის სასურველი ფარდობისა და დაგეგმარების ბინა და იცხოვრე კომფორტულად.
შესაძენად შეგიძლიათ, ისარგებლოთ სამშენებლო კომპანიის პარტნიორ ბანკებთან იპოთეკური სესხით, ან ერთიანი გადახდის პირობით.

დამატებითი დეტალებისთვის მიწერეთ, ან დაუკავშირდით:
ტელეფონი: 0322 37 22 22 | 595372222 | 592661717 |
მის: ი. ჭავჭავაძის N 49-ე.

(რ)