08.ნოემბერი.2018 13:15
ეკონომიკა

პროექტი, რომელიც კორტების ტერიტორიაზე უნდა განხორციელებულიყო (ფოტო)

პროექტი, რომელიც კორტების ტერიტორიაზე უნდა განხორციელებულიყო (ფოტო)
საბურთალოზე, კორტების ყოფილი ტერიტორია 2009 წელს ინვესტორს გადაეცა. ადგილზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა - მიწისქვეშა ავტოპარკინგით, დახურული სპორტული დარბაზითა და გამწვანებით. მიწის მფლობელი კერძო პირი ვენერა ალიშევაა ყაზახეთიდან.




2017 წელს თბილისის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული იყო, რომ ტერიტორიას საცხოვრებელი ზონა 6-ის სტატუსი ადევს, საპროექტო განაშენიანების რეგულირების გეგმით კი დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის ფუნქციით განვითარება, სადაც მიწისქვეშა სართულები ავტოპარკინგს უნდა დათმობოდა.




„პროექტით, ტერიტორიის გამწვანებული ნაწილი სრულად შენარჩუნებულია და დანარჩენი თავისუფალი ნაწილი ასევე გამწვანდება და კეთილმოეწყობა, გათვალისწინებულია ღია სპორტული მოედნის მოწყობა რომელიც შიდა ეზოს მხარეს არის დაგეგმილი. სატრანსპორტო თვალსაზრისით გათვალისწინებულია შიდა გზის მოწყობა, რის შედეგადაც გზა შენობას გარშემო შემოუვლის“,- ნათქვამი იყო დოკუმენტაციაში.

აღნიშნული პროექტი წესით აღარ განხორციელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება და ადგილზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მოეწყობა. ამ ტერიტორიის სანაცვლოდ მიწის მესაკუთრეს ადგილმონაცვლეობას სთავაზობენ, თუმცა, რა ფართობებზეა საუბარი, მერიაში არ აკონკრეტებენ.






ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

24.აპრილი.2019 10:00
13

რევაზ არველაძე: ალბათ, საქართველოში ატომური ელექტროსადგური დაგვჭირდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 10:00
8

სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:52
34

ნათია თურნავა: საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:20
47

„VTB ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:00
74

იდეა იმ რეგიონების დასახმარებლად, სადაც ჰესები შენდება - რას ფიქრობენ დეპუტატები

ვრცლად
24.აპრილი.2019 00:30
98

Tesla 2020 წლისთვის თვითმართვად ტაქსებს გამოუშვებს

ვრცლად