მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროექტი "სტამბოლის არხი", სავარაუდოდ, $1 მილიარდის შემოსავალს მოიტანს - Anadolu Agency

5e1d866d705c4
ნათია თაქთაქიშვილი
14.01.20 15:23
1279
როგორც თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აცხადებს, მეგაპროექტი „სტამბოლის არხი“, სავარაუდოდ, დღეში 185 გემს მოემსახურება, მაშინ როცა ბოსფორის სრუტეს 118-125 გემის გატარება შეუძლია. ამის შესახებ Anadolu Agency წერს.

”სავარაუდოდ, წელიწადში 1 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლის მიღება იქნება შესაძლებელი „სტამბოლის არხიდან“, - განუცხადა ქაჰით თურანმა Anadolu Agency-ის.

სააგენტო ტრასნპორტის მინისტრზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ არხი წელიწადში 50,000 გემს მოემსახურება 2035 წლისთვის, 2050 წელისთვის - 70,000 და 2070 წელისთვის კი, მათი რიცხვი 80,000-მდე გაიზრდება.

როგორც თურანი აღნიშნავს, დამატებით 250 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება მოხდება პორტებიდან და ლოგისტიკური ცენტრებიდან.

შეგახსენებთ, რომ „სტამბოლის არხის“ მშენებლობა 2020 წელს დაიწყება და პროექტი, სავარაუდოდ, 2025-2026 წლებში დასრულდება. არხის სიგრძე 45 კილომეტრი იქნება. პროექტის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 10 მილიარდი აშშ დოლარია. ასევე დამატებითი შემოსავლების მიღება იგეგმება კომერციული ფართების ქირიდან, რომელიც სამი მილიონი კვადრატული მეტრია. შემოსავლის სავარაუდო ოდენობა 3 მილიარდი აშშ დოლარია.

აღნიშნული პროექტის მიზანი, ბოსფორის სრუტის განტვირთვაა. ახალი არხის გამოყენება როგორც - ჩვეულებრივ ასევე სატვირთო და საშიში ნივთიერების გადამტან გემებსაც შეეძლებათ.