მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროექტს - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" 2 დღეში 11000-ზე მეტი მომხმარებელი გაეცნო"

5de4dd22408f3
თელარა გელანტია
02.12.19 13:45
2631
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინიცირებულ პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ორ დღეში 11 000 მეტი მომხმარებელი გაეცნო.

პროექტის ფარგლებში ელექტრონულ აუქციონზე 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურით არის წარმოდგენილი.

ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ამასთან, შეიქმნა სპეციალურად შემუშავებული ინტერაქტიული რუკა, სადაც დატანილია პროექტის ფარგლებში არსებული ყველა საინვესტიციო პაკეტი და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ეწვიოს მისთვის სასურველ ელექტრონულ აუქციონს, მიიღოს მონაწილეობა ვაჭრობაში და გახდეს უძრავი ქონების მესაკუთრე.

აღნიშნული პლატფორმა განახლებადია და მუდმივად შეივსება ახალი საპრივატიზებო ობიექტებით.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქს და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

პროექტის მიზანს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ საპრივატიზებო რუკაზე“, - ნათქვამია რელიზში.