22.თებერვალი .2021 21:10

„პროფესიულ განათლებას დიდი ყურადღება მიექცევა... ხალხს უნდა დავეხმაროთ“ - ღარიბაშვილი

„პროფესიულ განათლებას დიდი ყურადღება მიექცევა... ხალხს უნდა დავეხმაროთ“ - ღარიბაშვილი
views 227
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, განათლების რეფორმირებისას პროფესიულ განათლებას დიდი ყურადღება მიექცევა და იმისთვის, რომ მოსახლეობა პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობას მიხვდეს, სახელმწიფო მათ უნდა დაეხმაროს და "მიმართულება უნდა მისცეს".

ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

„განათლებაში ცვლილებების განხორციელების პროცესში პროფესიულ განათლებას მიექცევა ძალიან დიდი მნიშვნელობა, ამის არაერთი მაგალითი არსებობს - შვეიცარიის, ავსტრიის, გერმანიის - დუალური განათლების გამოცდილება, რაც ჩვენი ქვეყნის რეალობაში მიზანშეწონილი იქნება. პროფესიული სასწავლებლების შემთხვევაში შეიძლება ძალიან საინტერესო იდეების განხორციელება ყველა მუნიციპალიტეტში კონკრეტულ სპეციალობებზე პროფესიების შერჩევით. აქ შეიძლება დავიხმაროთ უცხოური სპეციალისტები და ტრენერები, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა შეიძინონ კონკრეტული პროფესია. მხოლოდ დიპლომი არ არის საკმარისი და არ შეიძლება ახალგაზრდამ ჩააბაროს მხოლოდ იმისთვის რომ დიპლომირებული იყოს. საჭიროა, მეტი დახმარება, მეტი გეზის, მიმართულების მინიშნება. ხალხს უნდა დავეხმაროთ...“, - განცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ მიმართულებების ჩვენებასა და ორიენტირის განსაზღვრას არამხოლოდ საზოგადოება და განათლების სისტემა საჭიროებს, არამედ კერძო სექტორიც. ის ამბობს, რომ ეკონომიკას ბიზნესი თავისით ვერ განავითარებს და რაც რენტაბელური იქნება, მხოლოდ იმას მიაქცევს ყურადღებას. ღარიბაშვილი სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს: 

„ვამბობთ, რომ ბიზნესი თავისით განავითარებს, ვერ განავითარებს. ბიზნესი განავითარებს იმას, რაც უშუალოდ მას მიაჩნია სწორად და არის რენტაბელური მისთვის, სხვა დარგები გვრჩება უყურადღებოდ, ვერავინ მოიცლის. სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია... თუ გაქვთ რაიმე იდეა ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ - როგორ წარმოგიდგენიათ დარგების რეალურად „ბუსტინგი“ თუ სტიმულირება... წარმოუდგენელია, შეუძლებელია... ამიტომ გავაგრძელებთ ასეთ მდორე მდგომარეობაში ყოფნას და ვიქნებით იქ, სადაც ვართ და გვექნება ისეთი ეკონომიკური ზრდა როგორიც გვქონდა - 4%-5%-იანი“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა