მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფკავშირებსა და "სტამბულის ბაზრობის" ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება

5d780c91a9000
ელენე გოგბერაშვილი
11.09.19 08:30
1022
პროფკავშირებსა და ე.წ. სტამბულის ბაზრობის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება - ადმინისტრაციამ გადასახადის გაზრდაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.

ე.წ. სტამბულის ბაზრობაზე დასაქმებული 300-მდე მოვაჭრე გუშინ დილიდან გაიფიცა, ბაზრობაზე დახურული იყო ყველა სექცია. მათ საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ბაზრობის ადმინისტრაციის მიერ დახლზე დაწესებული ყოველდღიური გადასახადის გაზრდა გააპროტესტეს.

როგორც ბაზრობის დირექტორმა მამუკა ცხოვრებაძემ განაცხადა, შპს „ერთობა“ ე.წ.სტამბოლის ბაზარი იხდის მოვაჭრეების და მათი საქონელის დაზღვევის ფულს, გადასახადი 2013 წელსაც 3,50 ლარი იყო და 2019 წელს კვლავ 3,50 ლარი ვეღარ იქნება.

პროფკავშირების ინფორმაციით, გუშინ მათი წარმომადგენელი ე.წ. სტამბულის ბაზრობის პროტესტში მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა შედგა ბაზრობის დირექტორთანაც, რომელთან მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.