14.ივლისი .2022 18:22

პროგნოზები გაუარესდა - EU ინფლაციის გამწვავების და ეკონომიკური ზრდის შემცირების მოლოდინშია

პროგნოზები გაუარესდა - EU ინფლაციის გამწვავების და ეკონომიკური ზრდის შემცირების მოლოდინშია
views 1937
უკან

ევროკომისიამ ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების გაუარესების გადაწყვეტილება მიიღო, რაც რეგიონის მასშტაბით გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გაუარესებასთანაა დაკავშირებული.

გთავაზობთ ევროკომისიის მიერ მაისსა და ივლისში მომზადებული პროგნოზების შედარებას.


ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი:

ძველი - 2022 წელი +2.7%; 2023 წელი +2.3%.
ახალი - 2022 წელი +2.6%; 2023 წელი +1.4%.

ევროზონის ინფლაციის პროგნოზი:

ძველი - 2022 წელი 6.1%; 2023 წელი 2.7%.
ახალი - 2022 წელი 7.6%; 2023 წელი 4.0%.

ევროკავშირის ინფლაციის პროგნოზი:

ძველი - 2022 წელი 6.8%; 2023 წელი 3.2%.
ახალი - 2022 წელი 8.3%; 2023 წელი 4.6%.

მიუხედავად ყველა საპროგნოზო მაჩვენებლის გაუარესებისა, ევროპის ცენტრალური ბანკი წელს ევროზონაში რეცესიის განვითარებას მაინც არ პროგნოზირებს, მონეტარული პოლიტიკის ხისტი გამკაცრებისგან კი ECB ჯერაც თავს იკავებს.

მოწინავე ამერიკული საინვესტიციო ბანკის - Morgan Stanley-ს ვარაუდით, ევროკავშირში რეცესია წლის ბოლოს დაიწყება და ის თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ევროკომისიის მიერ ინფლაციური პროგნოზის გაუარესების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსებისა და სურსათის გაძვირებაა, რაც, თავის მხრივ პანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა