მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგნოზი: შესაძლოა, უახლოეს პერიოდში საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდეს

6026984fe04ed
ვიქტორია მღებრიშვილი
13.02.21 13:00
833
ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ გასამართ სადგურებში საშუალოდ - 15 თეთრით, ხოლო არაბრენდირებულში უფრო მეტითაც გაიზარდა.

BM.GE-ისთან საუბრისას ვანო მთვრალაშვილი ამბობს, ადგილობრივ ბაზარზე საცალო ქსელებში საწვავის კიდევ უფრო გაძვირებაა მოსალოდნელი.

„საქართველოში არსებული ფასების ზრდა მიმდინარე ეტაპზე საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ფასები ადეკვატური არ არის. შესაბამისად, ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით აუცილებლად გაგრძელდება. საცალო ქსელში საწვავზე ფასების ძირითადი განმსაზღვრელი საბითუმო ბაზარზე არსებული ფასებია. საბითუმო ბაზარი უფრო სწრაფად ასახავს ამ საერთაშორისო ფასებს. შეიძლება ითქვას, რომ დროში თანხვედრილია. საბითუმო ბაზარსა და საცალო გაყიდვის ფასს შორის უმნიშვნელო განსხვავებაა. ფაქტობრივად, არაბრენდირებული გასამართი სადგურები მინიმალური დანამატით ოპერირებენ და ამიტომ აქ არსებული ვითარება დიდხანს ვერ გასტანს. თუ საბითუმო ბაზარზე მატულობს ფასი, საცალოშიც იმატებს. დღეს საბითუმო ბაზარზე ფასები გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასები უახლოეს პერიოდშიც, შესაძლოა, შემდეგ კვირაშიც, გაიზარდოს“, - განმარტავს მთვრალაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ახალი წლის შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე 1 ტონა ბენზინზე ფასი 100 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო დიზელზე - 60 დოლარამდე.