მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრამა „დანერგე მომავალით" დაფინანსებული ბენეფიციარების ნაწილმა თანხა უკან უნდა დააბრუნოს - აუდიტი

62adff56d7397
ალა ისპირიანი
18.06.22 20:30
1523
აუტიდის მოკვლევის შდეგად "დანერგე მომავალის“ ფარგლებში დაფინანსებული ბევეფიციარების ნაწილმა თანხა უკან უნდა დააბრუნოს. ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის − „დანერგე მომავალი“ 2018-2020 წლების შესაბამისობის ანგარიშია ნათქვამი.

აუდიტს ანგარიშში რამდენიმე ბენეფციარის მაგალითი აქვს განხილული, რომლებსაც ხარვეზის გამო, სააგნეტოს მიერ დაფინანსებული თანხის ბიუჯეტში დაბრუნება მოუწევთ.

"ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში დაშვებული ხარვეზის გამო, თანადაფინანსება დადგენილ ნორმებთან შეუსაბამოდ გაიცა. აღნიშნულის შედეგად, თანადაფინანსება გაზრდილია არამართლზომიერად, სულ მცირე − 1 820 ლარით. აღნიშნული თანხა ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას. სააგენტოს 2022 წლის 21 მარტის N1/1112 წერილით, ბენეფიციარს მოეთხოვა თანხის ბიუჯეტში დაბრუნება. მიმართვა განხორციელდა აუდიტის ჯგუფის მიერ არსებული შეუსაბამობის გამოვლენის შემდეგ. ამასთანავე, ხელშეკრულებაში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეტანილია ცვლილება სააგენტოს თანადაფინანსების თანხის 1 820 ლარით შემცირების შესახებ.

ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში დაშვებული ხარვეზის გამო, თანადაფინანსება გაიცა დადგენილ ნორმებთან შეუსაბამოდ. აღნიშნულის შედეგად, ბენეფიციარს ჩაერიცხა დადგენილ ოდენობაზე 7 949 ლარით მეტი. გამოვლენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, მოთხოვნილი განმარტების შემდეგ, სააგენტომ ბენეფიციარს 2021 წლის 4 ნოემბერს 7 949 ლარი ბიუჯეტში დააბრუნებინა.

20 თვემდე პერიოდის განმავლობაში, პროგრამით გამიჯნული არ იყო ფსტის კულტურის დამყნობილი და დაუმყნობელი ნერგების კატეგორიები და მათი შესაბამისი ტარიფები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება. აღნიშნული მიუთითებს დოკუმენტაციის მომზადების პროცესში არსებულ ხარვეზზე. შედეგად, სააგენტომ ერთი ბენეფიციარი 73,500 ლარით გაზრდილი ოდენობით დააფინანსა. აღნიშნული თანხა ბენეფიციარს ჩაეთვლება ნერგების დამყნობის შემდეგ, რაც 2021 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით განხორციელებული არ არის.

ამასთან, ოთხი ბენეფიციარის შემთხვევაში, სააგენტომ დაფინანსებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთების სარწყავი სისტემებით სრულყოფილი უზრუნველყოფის შესახებ დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი", - ნათქვამია ანგარიშში.

აუტიდში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ხარვეზები სოფლის განვითარების სააგენტოს კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებზე მიუთითებს.

იმავე ანგარიშის მიხედვით, „დანერგე მომავალით“ დაფინანსებული ₾2 მლნ-ზე მეტი ღირებულების ნერგები გამხმარია.