ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 2023-2024 წლებში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების დაფინანსების 70 მლნ ლარიან პროგრამას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს ეკონომიკურად გამართული პროგრამა თვითკმარი იქნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აღნიშნული კონცერტების დაფინანსებისთვის ქვეყნის რესურსს შეეხებოდა.
ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ ორწლიანი პროექტი ისეთი ღონისძიებების ჩატარებას ითვალისწინებს, რაც ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს, შესაბამისად ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამა უფრო მეტად შემოსავლიანი იქნება.
„როგორც მოგახსენეთ ტურიზმში ჩვენს ქვეყანას 40-45%-იანი ზრდის შესაძლებლობა აქვს, რაც არსებული შემოსავლებიდან 1 მლრდ ლარზე მეტია და ეს შესაძლებლობა ქვეყანამ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიყენოს. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ტურისტების რაოდენობა 2019 წელს არსებულ მაჩვენებელს უნდა გაუთანაბრდეს, რაც ქვეყანას დამატებით 1 მლრდ ლარის შემოსავალს მისცემს. ბუნებრივია, ამას სჭირდება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, ეს თავისით ვერ მოხდება და ამ მიმართულებით თანხები გამოსაყოფია.
ეს კონკრეტული თანხა ორ წელზეა გაწერილი. ეკონომიკურად ძალიან გამართული პროექტია იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროგრამა იქნება თვითკმარი და თავის თავს შემდგომ წლებში თვითონ დააფინანსებს. იქიდან გამომდინარე, რომ ამონაგები საკმაოდ მაღალი იქნება. მეორე მხრივ, ამას ქვეყნისთვის ძალიან დიდი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს, ამ პროგრამიდან მიღებული შემოსავალი შემდგომ წლებში ბიუჯეტს აღარ დაუჯდება თანხები. ეს არ არის ერთჯერადი პროგრამა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს პროგრამა ამ დაფინანსებით თავისუფლად კიდევ გაგრძელდება. თუმცა ამ პროგრამით ქვეყანამ, შესაძლოა, რამდენიმე ასეული მილიონის შემოსავალი მიიღოს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე დასაქმებაზე და ძალიან ბევრი მიმართულებით აისახება“, - განაცხადა მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება