03.სექტემბერი .2020 11:15

პროგრამა "იმუშავე საქართველოდან" - რამდენმა ადამიანმა ითხოვა მუშაობა საქართველოდან?

views 805
უკან

პროგრამას "იმუშავე საქართველოდან" შთამბეჭდავი შედეგები აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაური ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას პროგრამასთან დაკავშირებით დავალებას აძლევს და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ტურიზმის ადმინისტრაციის აღნიშნულ ინიციატივას ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა. 

„იმუშავე საქართველოდან“ - ეს იყო ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი რატომღაც სკეპტიკურად უყურებდა. ამ პროგრამის  არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შევთავაზეთ 95 ქვეყნის მოქალაქეებს, 180 დღით მინიმუმ, საქართველოდან გააგრძელონ შრომა და შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ 200-სზე მეტი განაცხადი გვაქვს, აშშ-დან დაწყებული დამთავრებული სინგაპურით. ტურიზმის ადმინისტრაციას ვავალებ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ პროგრამას. შესაძლოა ამით საქართველომ საკმაოდ კარგი ბენეფიტები მიიღოს“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა