30.იანვარი .2023 13:24

პროგრამა "მშენებლობა განვადებით" წელსაც გრძელდება - მინისტრი

პროგრამა "მშენებლობა განვადებით" წელსაც გრძელდება - მინისტრი
views 660
უკან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, განვადებით მშენებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ტენდერის გამოცხადება წელსაც იგეგმება.

"“მშენებლობა განვადებით” პროექტში ჩვენი სამინისტრო წყალმომარაგების კომპანიების სახით იყო წარმოდგენილი. უკვე ხელმოწერია ხელშეკრულებები, რომლებიც კონკრეტულ ქალაქებში 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. რამდენიმე ტენდერის გამოცხადება წელსაც იგეგმება, რაც საშუალებას მოგვცემს დავუახლოვდეთ ჩვენს გეგმას, რომელიც 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში 24-საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს. ამ პროგრამის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო. ჩვენი სამინისტროს ნაწილში წყალმომარაგების მიმართულება იყო, რასაც დამატებითი რესურსი სჭირდებოდა და ეს შესაძლებელი სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში გახდა. როგორც გითხარით, 2022 წელს უკვე გამოცხადდა ტენდერები და ამ კონტრაქტების შესაბამისად მიმდინარეობს სამუშაოები”, - აცხადებს ქარსელაძე.

განვადებით მშენებლობის პროგრამა პრემიერ-მინისტრმა გასული წლის აპრილში დააანონსა. ღარიბაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ შესაძლოა, პროგრამის დაფინანსების ჯამური მოცულობა 2.5-დან 3 მილიარდ ლარამდეც ყოფილიყო. გეგმით სამშენებლო ბიზნესი სხვადასხვა საჯარო ინფრასტრუქტურის აშენების დაკვეთას მიიღებდა, თანხას კი სახელმწიფო განვადებით გადაიხდიდა. მისივე ინფორმაციით, განვადებით მშენებლობის ფარგლებში 800 სკოლის მოწესრიგება იგეგმებოდა.

უცნობია, რამდენი იქნება პროგრამის ბიუჯეტი წელს, ასევე, bm.ge დაინტერესდება რამდენი იყო გასული წლის ბიუჯეტი პროგრამისთვის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა