მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრამამ “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” 2 საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

61fbc1f8a02aa
სალომე ჭიპაშვილი
03.02.22 19:33
751
USAID-ის პროგრამამ “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” 2 ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა: "მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროფესიული პროგრამების გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად” და “პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის".

პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელის მოადგილის, საბა სარიშვილის განცხადებით, პრიორიტეტს კერძო სექტორის ჩართულობა წარმოადგენს. ეს არის პირობა, რომელსაც ყველა საგრანტო განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს, თუმცა განაცხადის შეტანა, როგორც კერძო სექტორს, ასევე ცალკეულ კომპანიებს, დამსაქმებლებს, ბიზნესასოციაციებსაც შეუძლიათ, ასევე იმ საგანმანათლებლო დაწესებულებს, რომლებიც პროფესიულ განათლებას უზრუნველყოფენ.

„მეორე კონპონენტის ფარგლებში ერთ პროექტზე დაფინანსების მაქსიმალური თანხა 300 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო მესამე კონპონენტში დაფინანსების ლიმიტი 500 ათასი აშშ დოლარია. ჩვენ ასევე გრანტის მიმღებისგან ვითხოვთ თანადაფინანსებას, ეს უნდა იყოს იგივე მოცულობის, რასაც ჩვენ გავცემთ, მაგრამ თუ ჩვენს შემთხვევაში მთლიანი თანხა წარმოადგენს ნაღდ ფულს, გრანტის მიმღების შემთხვევაში ნაღდი ფულის მოთხოვნა მხოლოდ ჩვენს მიერ გაცემული გრანტის 20 პროცენტია, დანარჩენი შეიძლება იყოს ქონება, რომელიც ემსახურება პროექტის განხორციელების მიზნებს ან სხვა არაფულადი მონაწილეობა“ - განმარტა საბა სარიშვილმა “საქმიან დილაში”.

USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” პირველი კომპონენტში საგრანტო კონკურსი უკვე ჩატარდა. როგორც საბა სარიშვილმა განაცხადა, პირველ ეტაპთან შედარებით ამ ახალ ორ კონპონენტში აქტიურობა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით დიდი ინტერესი ჯანდაცვის, ფინანსური, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სექტორიდან არის.