19.ოქტომბერი .2021 22:00

პროგრამები, რომლებზე გამოყოფილ თანხებსაც მთავრობა დაბალი ტემპით ან საერთოდ ვერ ითვისებს

პროგრამები, რომლებზე გამოყოფილ თანხებსაც მთავრობა დაბალი ტემპით ან საერთოდ ვერ ითვისებს
views 547
უკან

აუდიტის სამსახურმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 8 თვის შესრულების მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რაც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხების ათვისებაზე ინფორმაციას შეიცავს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბიუჯეტში 18 ისეთი პროგრამა მოიძია, რაზეც სამინისტროებს მიმდინარე წლის 9 თვის დაზუსტებული ბიუჯეტიდან, 8 თვეში – აგვისტოს მდგომარეობით, თანხა საერთოდ არ დაუხარჯავთ.

ნულოვანი ათვისების მაჩვენებლით ყველაზე მეტი პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს. კერძოდ, აღნიშნულმა უწყებამ მიმდინარე წლის იანვარ–აგვისტოს პერიოდში, 9 თვის დაზუსტებული საბიუჯეტო გეგმიდან, ოთხ პროგრამაზე გათვალისწინებული თანხა საერთოდ ვერ აითვისა. ეს პროგრამებია: მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა (100 ათასი ლარი), ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციის ღონისძიებები (250 ათასი ლარი), ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა (150 ათასი ლარი), ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებები (143 ათასი ლარი).

ბიუჯეტის ნულოვანი ათვისების მაჩვენებელი ასევე აქვთ სხვა უწყებებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხები სრულად ასათვისებელი აქვს შემდეგ პროგრამებზე: ქვეყნის ბრენდის განვითარების ღონისძიებები (100 ათასი ლარი), ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საფოსტო კავშირის განვითარება (120 ათასი ლარი) და შრომის ბაზრის ანალიზი (300 ათასი ლარი)

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ორი პროგრამაა, რაზეც ბიუჯეტი ვერ აითვისეს. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის წიწამური-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობისთვის თავდაპირველად, 9 თვეში, 750 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა დაზუსტებული გეგმის შემდეგ ამ პროგრამისთვის სამინისტრომ თანხა საერთოდ აღარ გამოყო და შედეგად, აგვისტოს მონაცემებით, ათვისებული ბიუჯეტიც ნულის ტოლია. რაც შეეხება მეორე პროგრამას, ეს მუნიციპალიტეტებში ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ეხება, რისთვისაც იანვარ–სექტემბერში 2 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა აგვისტოს მდგომარეობით ამ თანხიდან არცერთი ლარია ათვისებული.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 8 თვის მდგომარეობით, ასევე ორი მიმართულებით ჰქონდა ბიუჯეტი ასათვისებელი. ეს პროგრამებია – სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა, რაზეც 9 თვეში, 23 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა ხარჯი აგვისტოს მონაცემებით, ნულის ტოლია. მეორე პროგრამა, სადაც ასევე თანხა არ არის ათვისებული, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერას მოიცავს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ასეთი ვითარებაა – საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე (540 ათასი ლარი), სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების ინფრასტრუქტურის განვითარებასა (163 ათასი ლარი) და ლევილის მამულის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული (1.5 მილიონი ლარი) ხარჯები უწყებამ ვერ აითვისა. ამ შემთხვევაშიც აუდიტის სამსახური წერს იმ თანხაზე, რაც 9 თვის დაზუსტებული გეგმის მიხედვით, 8 თვის მდგომარეობით არის დახარჯული.

დასახელებული უწყებებისგან განსხვავებით, თავდაცვის სამინისტროს, 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, ბიუჯეტი ასათვისებელი მხოლოდ ერთ პროგრამაზე აქვს.

გარდა ნულოვანი ათვისების მაჩვენებლებისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმ პროგრამებზეც წერს, სადაც სამინისტროების მიერ თანხების ხარჯვა დაბალი ტემპებით მიმდინარეობს:






მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა