მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკრედიტ ბანკი და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს იწყებენ

62eb8f2c1d63f
BM.GE
04.08.22 13:23
529
პროკრედიტ ბანკსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით, თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია სკვერის ბიბლიოთეკების მოწყობა, საქართველოს მასშტაბით. ასევე, საქართველოს ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში გერმანელების როლის ამსახველი დოკუმენტური მასალის მოძრავი გამოფენა.

„გერმანული ბანკი საქართველოში 23 წელზე მეტია საქმიანობს. პროკრედიტ ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული კომპანია, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო მიმართულების პროექტებს, როგორც საკუთარი თანამშრომლების, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. ამ პროექტში ჩართულობა ბანკისთვის წიგნიერების ხელშეწყობისა და ევროპული ღირებულებების გაზიარების კიდევ ერთი შესაძლებლობაა“,- აღნიშნა პროკრედიტ ბანკის დირექტორმა, მარიტა შეშაბერიძემ.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, პროკრედიტ ბანკის თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი მოინახულეს.

(NS)