მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკრედიტ ბანკი ინარჩუნებს საუკეთესო საკრედიტო რეიტინგს საქართველოში არსებულ ბანკებს შორის

611e46ff5cde7
BM.GE
19.08.21 16:49
851
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა პროკრედიტ ბანკი საქართველოს რეიტინგი „BB+“ დაადასტურა, პერსპექტივა კი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.

საერთაშორისო კომპანიის შეფასებების საფუძველზე, „პროკრედიტ ბანკი საქართველო“ კვლავ ინარჩუნებს ყველაზე მაღალ საკრედიტო რეიტინგს საქართველოში არსებულ ბანკებს შორის, ასევე ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე ერთი ბიჯით მაღალ მონაცემს.

„პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ სტაბილური რეიტინგი მნიშვნელოვნად არის განპირობებული ისეთი ძლიერი და სტაბილური მშობელი კომპანიით, როგორიცაა გერმანული ProCredit Holding AG & Co. დასაყრდენი ევროპული მშობელი კომპანია უზრუნველყოფს არამხოლოდ პროკრედიტ ბანკის სანდოობასა და სტაბილურობას, არამედ თანამედროვე ევროპული საბანკო პრაქტიკის დანერგვას ქვეყანაში.

პროკრედიტ ბანკი საქართველოს Fitch რეიტინგი და პერსპექტივის გაუმჯობესება ხაზს უსვამს, რომ არსებულ გამოწვევებით სავსე გარემოში პროკრედიტ ბანკმა მოახერხა და წარმატებით დასძლია პანდემიით გამოწვეული კრიზისი, იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნეს საქმიანობა უწყვეტად შეინარჩუნა და წარმატებული ბიზნეს შედეგებიც დააგენერირა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, პროკრედიტ ჰოლდინგი ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია, რაც გულისხმობს მის ფინანსურ და რეპუტაციულ სიძლიერეს საერთაშორისო დონეზე.

„Fitch-ის შეფასება არ ნიშნავს მხოლოდ "პროკრედიტ ბანკის" სტაბილურობას და მომგებიანობას, ეს საქართველოში გერმანული ბანკის პასუხისმგებლიანი, წინდახედული და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული საბანკო პოლიტიკის დამსახურებაა. მნიშვნელოვანია ჩვენი ბანკის 22 წლიანი წარმატებული ოპერირების გამოცდილება ქართულ საბანკო სექტორში დ გვიხარია, რომ ჩვენი წარმატება ჩვენი კლიენტებისთვის რჩება გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორობის გარანტორად“, - ამბობს პროკრედიტ ბანკი საქართველოს დირექტორი ზეინაბ ლომაშვილი.