მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროკრედიტ ბანკი" კლიენტების მომსახურებას შეფერხების გარეშე აგრძელებს

5e836b5572d6a
ნინი ლონგურაშვილი
31.03.20 20:37
941
კორონავირუსული ინფექციის გავრცელების საფრთხის თავიდან ასარიდებლად, კლიენტებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, “პროკრედიტ ბანკი საქართველომ” მომსახურების დისტანციური მოდელი დანერგა.

სხვა დანარჩენ სერვისებთან ერთად, ონლაინ რეჟიმში, ბანკში მიუსვლელად არის შესაძლებელი ანგარიშის გახსნა. როგორ გადაეწყო საფინანსო ინსტიტუტი და როგორ მიდის სამუშაო პროცესი, ამ თემაზე “საქმიანი დილის” ეთერში “პროკრედიტ ბანკი საქართველოს” დირექტორთა საბჭოს წევრმა, ნათია თხილაიშვილმა ისაუბრა.

“პროკრედიტ ბანკი” ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს კლიენტების მომსახურებას. ბანკის 99% კლიენტების დისტანციურ მომსახურებას ისედაც მიჩვეული იყო. შესაბამისად, ვერ ვიტყვი რომ საფუძვლიანი ცვლილებების გატარება დაგვჭირდა. ამასთან, დღეიდან დავნერგეთ ახალი პროდუქტი, ეს არის ანგარიშის გახსნა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად. უკვე შესაძლებელია ნებისმიერმა ახალმა მსურველმა დისტანციურად გახსნას ანგარიში ჩვენს ბანკში, შემდეგ დაარეგისტრიროს ნებისმიერი სასურველი სერვისი და აწარმოოს ოპერაციები. ეს პროცესი ჩვენ დაახლოებით ნახევარი წელია რაც დავიწყეთ”, - აცხადებს ნათია თხილაიშვილი.

“პროკრედიტ ბანკის” საბანკო სერვისებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომსახურებები, რომელთა მისაღებად ფილიალში ვიზიტი იყო საჭირო, „პროკრედიტ ბანკში“ უკვე დისტანციურად სრულდება. ამ შესაძლებლობებს არსებულ და ახალ კლიენტებს, ბანკი ვიდეოიდენტიფიკაციის სერვისით სთავაზობს.

“ინტერნეტ ბანკინგი უკვე საშუალებას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს ნებისმიერი პროდუქტი თავად დაარეგისტრიროს. თუ კლიენტი ნაკლებად აქტიურია ინტერნეტ ბანკინგის გამოყენებაში, შეუძლია ვიდეო იდენტიფიკაციით მომართოს ჩვენს კონტაქტ-ცენტრს და ჩვენი თანამშრომლები ეტაპობრივად მიჰყვებიან და დაეხმარებიან ამ პროცესის წარმოებაში. თუ კლიენტს სურს, შემოგვიერთდეს, ამისთვის რამდენიმე არხი არსებობს, უნდა ჩამოწეროს აპლიკაცია “Mydirect”, რომელიც საშუალებას მისცემს კლიენტს უკვე ტელეფონით შეავსოს განაცხადი და ბანკში განახორციელოს ვიდეოზარი. ასევე შეუძლია ჩვენს ვებ-გვერდზე განაცხადის შევსება და შემდეგ წამოიწყოს ვიდეოზარი. ჩვენი ბანკის თანამშრომლების მხოლოდ 15% გვყავს ადგილზე, დანარჩები 85% დისტანციურად მუშაობს”, - აცხადებს ნათია თხილაიშვილი.