მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პროკრედიტი” ელექტრომობილების დამტენების უფასო ქსელს შექმნის

621203131d241
სალომე ჭიპაშვილი
20.02.22 14:30
2114
“პროკრედიტ ბანკი“, უახლოეს მომავალში ქვეყნის მასშტაბით ელექტრომობილების დამტენების ქსელის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „პროკრედიტ ბანკის“ ეკო ქვეგანყოფილების უფროსმა, ალექსანდრე ჯაშიაშვილმა განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში ელექტრომანქანების დამტენების და მათი ინფრასტრუქტურულად გამართვის დიდი პრობლემაა. ჩამოვრჩებით ევროპულ ქვეყნებს, ამიტომაც ქვეყნის მასშტაბით ელექტრომობილების დამტენების ინფრასტრუქტურული ქსელის შექმნას ვგეგმავთ. ეს არ იქნება კომერციული პროექტი, ეს იქნება სრულიად უფასო ელექტრომობილების მფლობელებისთვის.“ - განაცხადა ალექსანდრე ჯაშიაშვილმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, „პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს ელექტროავტომობილების შესაძენად სესხს საინტერესო პირობებით სთავაზობს.

„ყველა მომხმარებელი, ვინც ელექტრომობილის შესაძენად სესხით ისარგებლებს, ბანკი საჩუქრად დამტენს გადასცემს, რომელიც შეეძლება საკუთარ ავტოფარეხში დაამონტაჟოს", - აღნიშნა ჯაშიაშვილმა.