საქართველოს გენერალური პროკურატურა ქვეყანაში "ათეულობით მილიონის" უცხოური ვალუტის ფულის გათეთრების საქმეზე ავრცელებს განცხადებას. უწყების ინფორმაციით, დღეს სპეცრაზმის დახმარებით ჩხრეკა რამდენიმე ობიექტზე ჩატარდა შედეგად კი დიდძალი ოდენობის ნაღდი ფული არის ამოღებული.
"საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმე ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრებას.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობების, ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების მოძიება-ამოღების მიზნით, 2020 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე რამოდენიმე ობიექტში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა, რა დროსაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციასთან ერთად ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული იქნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება. საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე," - ნათქვამია განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სპეცრაზმი კომპანია "ბროლში" იმყოფებოდა. რეესტრის მონაცემებით, კომპანია „ბროლი“ 2010 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი - ჯამშიდ სორხქუჰია. კომპანიას საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნებული არ აქვს.
ამ დროისთვის საქმეთან დაკავშირებით სხვა დეტალები ცნობილი არაა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?