25.თებერვალი .2021 18:57

პროკურატურა მზადაა, გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს

პროკურატურა მზადაა, გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს
views 433
უკან

საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიას სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ განმარტებებს აკეთებს და ხაზგასმით აღვნიშნავს, რომ ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.

"საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2021 წლის 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბრალდებულის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.

როგორც ცნობილია, ნიკანორ მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის, 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

პროკურატურის განცხადება სრულად


"გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, როგორც ბრალდებას აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე"-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.