მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურამ შპს „თეთრი ქუდის“ დირექტორს ბრალდება წარუდგინა

63232178cdabd
ინგა მურუსიძე
15.09.22 16:55
1761
საქართველოს პროკურატურამ შპს „თეთრი ქუდის" დირექტორს მის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოს მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, შპს „თეთრი ქუდი“ ნარჩენების დამუშავებას შესაბამისი ნებართვის გარეშე სათანადო პროცედურების დაუცველად ახორციელებდა, რაც ვრცელ ტერიტორიაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედებას იწვევდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საწარმოს უკვე დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო.

შპს „თეთრი ქუდის“ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 306-ე პრიმა მუხლით (გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად - ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 7 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.