მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურორი: ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

5e675fc8beeda
ინგა მურუსიძე
10.03.20 13:50
1033

პროკურორის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

საქმის მორიგი განხილვა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც როგორც პროკურორი ამბობს, პროცესი ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

"გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცით რა დრო დასჭირდება მის მკურნალობას, პროცესი გადაიდო განუსაზღვრელი ვადით. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ან ბრალდების მოხსნას, ეს საკითხი ჩვენს მიერ არ განიხილება“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურა ავთანდილ წერეთელს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.