ევროპარლამენტის წევრები გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან. წერილი, რომელსაც ხელს აწერენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, 5 მარტითაა დათარიღებული. წერილში ევროპელი დეპუტატები წუხილს გამოთქვამენ 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებით გამოყენების გამო. ისინი ასევე ყურადღებას ამახვილებენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩავარდნას პარლამენტში.
„სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2020 წლის ოქტომბერში არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო, ჩავარდა. ასევე, შეშფოთებულები ვართ იმ როლით, რაც მმართველმა პარტიამ ითამაშა ამ ჩაგდებაში. ქართული საზოგადოების აშკარა პოლარიზაცია იმ სტატუს კვოს შედეგია, რომელიც დემოკრატიული პოლიტიკური ცხოვრების წახალისების წინააღმდეგია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგს და ვიმედოვნებთ, რომ საკითხები დროულად გადაიჭრება. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მოამზადოს დაპირებული ზომები პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაყოვნებების გარეშე“, - წერია წერილში.
ამასთან, ევროპარლამენტარები აღნიშნავენ გიგი უგულავას დაკავების ფაქტსაც, და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშნვნას:
„მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ბოლო შერჩევისა და დანიშვნის პროცესი არ იყო გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული. ადამიანების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც ინიშნებიან, აკმაყოფილებდნენ მაღალ პროფესიულ და რეპუტაციულ სტანდარტებს”, - წერია წერილში.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ იმედის გაცრუებას იწვევს მათთვის ის ბრალდებები, რომლის მიხდვითაც მთავრობა დეზინფორმაციულ კამპანიებთან იყო დაკავშირებული, და რომ Facebook-ის თანახმად, სოციალურ ქსელში ათასობით ყალბი გვერდი და ჯგუფი იყო შექმნილი.
გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილს ხელს 26 დეპუტატი აწერს.
წერილის ასლს Tabula.ge ავრცელებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა