მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეისთვის ორჯერადად აცრილია 132 207 ადამიანი - NCDC

60f6cf5771b5f
ინგა მურუსიძე
20.07.21 20:00
1808
20 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 368 179 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი. აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ ეწვიონ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკონ ნომერზე 1522.

რაც შეეხება ვაქცინების მარაგს, ამ საკითხზე განცხადება დღეს NCDC-ს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

„დღეს ქვეყანაში გვაქვს 1.5 მლნ დოზა ვაქცინა. ნახევარი მლნ არის „სინოფარმი“, რომელსაც ალბათ 80 ათასამდე დოზა დააკლდა, რადგან ადამიანები უკვე აიცრნენ და მილიონი დოზა „სინოვაკი“, ამის ზემოთ არის კიდევ 43 ათასი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა და მას ვიყენებთ მეორე დოზებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ქვეყანა ვაქცინებს  „კოვაქს-პლატფორმისგან" და თავად „ფაიზერისგან“ ელოდება.