გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია “პროსპექტი" პანდემიის მიუხედავად, ზრდას განაგრძნობს და საკუთარი გაყიდვების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო აფართოვებს.
კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი გუგა კობახიძე, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: "კრიზისი ხშირ შემთხვევაში შესაძლებლობაა, რომელიც უნდა დაინახო და გამოიყენო. ასეთი მიდგომით და ხედვით, ჩვენ უკვე რამდენიმე კომპანიას დავეხმარეთ კრიზისის დაძლევაში და გაყიდვების ზრდაში. ვცდილობთ სხვა დამკვეთებთან თუ პოტენციურ დამკვეთბთანაც მივიტანოთ ეს მოსაზრება, სულისკვეთება და რაც მთავარია არგუმენტები, რომ კრიზისის დროს გაჩერება არ შეიძლება.
კრიზისის დროს ყოველთვის ჩნდება თავისუფალი სივრცეები, ადგილები, რომელიც შენ შეგიძლია შეავსო და ბაზარზე შენი წილი გაზარდო. მთავარია, ამ დროს სწორედ შეაფასო სიტუაცია, ადაპტირდე და გადადგა ნაბიჯები. ყველა კრიზისის შემდგომ იწყება ძალიან სწრაფი აღმასვლა, ეს კარგად გამოჩნდა სხვადასხვა პერიოდის კრიზისული სიტუაციების შემდგომ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია კომპანიები ამ პერიოდისთვის მზად იყვნენ. ჩვენ ზუსტად ასეთი ნაბიჯების გადადგმაში ვეხმარებით კომპანიებს. პანდემიის პერიოდში ჩვენი კომპანია ფაქტიურად 2-ჯერ გაიზარდა როგორც პროექტების კუთხით, ასევე გუნდის მხრივ. ამჟამად კიდევ ვაგრძელებთ კომაპნიის ზრდას, მივყვებით ჩვენ სტრატეგიულ გეგმას და 2021 წლის I კვარტალში ჩვენი გაყიდვების დაფარვის ზონა კიდევ უფრო დიდი და ძლიერი იქნება. ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი კომპანიის მოდელი - “Commission Based Income”, რაც დამკვეთებისთვის საქმის შესრულების ერთგვარი გარანტიაა. ჩვენ, მთელ გუნდს, გვჯერა, რომ გაყიდვებში ჯერ შედეგი უნდა დადო და შემდეგ მიიღო შემოსავალი, ამიტომ “პროსპექტის” გაყიდვების აუთსორსინგი, მთლიანად დამოკიდებულია საკომისიოებზე და გაყიდვებიდან მიღებულ ბონუსებზე".
უშუალოდ გაყიდვების ქსელის გაფართოვებაზე და პროსპექტის დასაქმების პროგრამაზე ვესაუბრეთ აგრეთვე კომპანია პროსპექტის მმართველ პარტნიორს, ლევან ელიზბარაშვილს, რომელმაც დეტალურად გაგვიზიარა პროსპექტის დასაქმების პროექტის და გაყიდვების ქსელის გაფართოვების შესხებ ინფორმაცია: “ჩვენი პარტნიორები წარმოდგენილები არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შესაბამისად, პოტენციური კლიენტებიც გვყავს სხვადასხვა რეგიონიდან. ჩვენი ამოცანაა, გავამარტივოთ კლიენტის გზა გადაწყვეტილებამდე და კლიენტებს შევხვდეთ იქ, სადაც ისინი არიან (ფიზიკურადაც და ვირტუალურადაც), დავუზოგოთ დრო, ენერგია და მივცეთ დიდი არჩევანის საშუალება ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით. სწორედ ამიტომ ჩვენი გაყიდვების ქსელის გაფართოვება დაგეგმილი გვაქვს საქართველოს დიდ ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი და რუსთავი. ეს არის ის ქალქები, სადაც ჩვენ ამჟამად გამოვაცხადეთ ვაკანსია, საიდანაც ჩვენ შევარჩევთ ადამიანებს და რაც მთავარია, მოვახდენთ მათ გადამზადებას პირველ ეტაპზე 2-კვირიანი გაყიდვების კურსით და შემდგომ 2021 I ნახევრის განმალვობაში სისტემატიური მასტერკლასებით. პროსპექტში ადამიანური რესურსის შერჩევის მოდელი შემდეგია: ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი იმუშაონ გაყიდვებში, რომლებიც არიან აქტიურები და ფიქრობენ, რომ მათი არსებული უნარების განვითარებთ, ისინი შეძლებენ გახდნენ წარმატებული სეილები. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა პოტენციური დასაქმებულის გამოცდილებას, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ დასაქმდეს და მიიღოს შემოსავალი გაყიდვებიდან, გამოიმუშაოს ძალიან კარგი ოდენობით საკომისიო, შეავსონ სტატიის ბოლოს მითითებულ ლინკზე ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს ამოცანა და ამბიცია, რომ ჩვენი გუნდის წევრებს ჰქონდეთ მაქსიმალური ცოდნა როგორც უშუალოდ სექტორის/სფეროს ასევე გაყიდვების, შესაბამისად გუნდის წევრების გადამზადებისთვის დიდი რესურსი და ენერგია დაიხარჯება.
თუ გსურთ შეუერთდეთ პროსპექტის გუნდს, თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ვაკანსიის ფორმა ქვემოთ მოცემულ ლინკზე- https://forms.gle/ktwad2Z73WYLfXce9 .
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ