მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტის ნიშნად, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები Twitter-ზე რეკლამების განთავსებას წყვეტენ

6368ae33b91a7
გიორგი თოლორდავა
07.11.22 12:10
11194
Twitter-ის ახალი მფლობელი და ხელმძღვანელი ილონ მასკი გეგმავს, რომ კომპანიიდან თანამშრომლების თითქმის 50% გაათავისუფლოს, რაც 3,700-მდე ადამიანის სამსახურიდან დათხოვნას ნიშნავს.

ბუნებრივია, მასკის რადიკალურ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა; მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიებმა კი პროტესტის შედარებით მწვავე ფორმას მიმართეს და Twitter-თან კომერციული თანამშრომლობა შეწყვიტეს.

Volkswagen, Ford, General Motors, Audi, United Airlines, Pfizer, Mondelez - ეს იმ კომპანიების მზარდი სიის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც Twitter-ზე რეკლამების განთავსება შეწყვიტეს.

მოგეხსენებათ, სოციალური ქსელების შემოსავლის ძირითადი წყარო რეკლამებია, უმსხვილესი კომპანიების მიერ თანამშრომლობის შეწყვეტა კი, ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება Twitter-ის შემოსავლებზე.

შეცვლის თუ არა მასკი გადაწყვეტილებას, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიო მასშტაბით პროტესტის ტალღა ძლიერდება და არ არის გამორიცხული, რომ ზეწოლის გამო, პლანეტის უმდიდრეს მეწარმეს სტრატეგიის გადახედვა მოუწიოს.