მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტმა ლიბანის მთავრობას გადაწყვეტილება შეაცვლევინა - WhatsApp ფასიანი აღარ გახდება

5da9778b2f13d
მიხეილ ხაჩიძე
18.10.19 19:20
1072

ლიბანი მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა მას შემდეგ მოიცვა, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ WhatsApp-ზე გადასახადის დაწესება გადაწყვიტა. მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით. ინტერნეტ ზარებისთვის  მესენჯერით სარგებლობა თვეში დაახლოებით 6 აშშ დოლარის ოდენობით უნდა განსაზღვურლიყო.


ინიციატივას ქვეყნის მასშტაბით მასობრივი უკმაყოფილება მოჰყვა. ლიბანის დედაქალაქსა თუ სხვა დიდ ქალაქებში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, მომიტინგეებმა გზები გადაკეტეს და საბურავები დაწვეს, მოხდა შეტაკებები პოლიციასთანაც. მასობრივი არეულობის შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა გადაწყვეტილება შეცვალეს.შესაბამისად, ამ ეტაპზე ლიბანში  WhatsApp-ით სარგებლობა  კვლავ უფასო რჩება. 

 
აღსანიშნავია, რომ WhatsApp- ის აპლიკაციების დაბეგვრის იდეა ახალი არ არის. 2018 წლის ზაფხულში უგანდამ სოციალური ქსელის გამოყენების შესახებ ახალი გადასახადი შემოიღო. იქ,  Facebook-ით, WhatsApp-ით, Twitter-ით, Instagram-ითა და Skype-ით სარგებლობისთვის შესაბამისი საფასური წინა დღით უნდა გადაიხადონ.


დაბერგვრის თავიდან აცილების მიზნით, უგანდელების ნაწილი VPN-სერვისებს იყენებს, რომლებიც ინტერნეტში ფარული მომსახურების საშუალებას იძლევა. გადასახადის შემოღების შემდეგ, უგანდაში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა 30%-ით შემცირდა.