16.მაისი .2020 16:50

PSP დაზღვევა კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვს

views 216
უკან

PSP დაზღვევა კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვს, - ამის შესახებ BM.GE-ისთან კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სოფო ლებანიძემ განაცხადა.

როგორც ლებანიძე ამბობს, დღეს ბაზარზე ბანკებთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიები კონკრეტული უპირატესობებით სარგებლობენ, რაც არასამართლიან კონკურენციას ქმნის.

“მთავრობასთან ვისაუბრეთ, რომ კონკურენციის პირობებთან მიმართებით გარკვეული ხელშეწყობა გვჭირდება, რადგან არის რამდენიმე სადაზღვევო კომპანია, რომელიც ბანკთან აფილირებულია და გარკევეული პრეფერენციებით სარგებლობს, თუნდაც გაყიდვის თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საკონონმდებლო ორგანოსთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, გვინდა, რომ კონკურენციის შესახებ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს”, - აცხადებს PSP დაზღვევის გენერალური დირექტორი სოფო ლებანიძე.

bm.ge თემაზე მუშაობას გააგრძელებს და აღნიშნულ გამოწვევაზე ბაზრის სხვა მონაწილეების მოსაზრებებსაც მოისმენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა