მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პსპ დენტი - სტომატოლოგიური დაზღვევა გამონაკლისების გარეშე

5f5d1e112447f
ელენე გოგბერაშვილი
13.09.20 15:33
3788
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი შეზღუდვები ერთ-ერთი პირველი შეეხო სტომატოლოგიურ კლინიკებს და სტომატოლოგიური მომსახურების მიღება შეუძლებელი გახდა. შექმნილი ვითარება და კოვიდ - 19 იყო გარკვეულწილად ინსპირაციის წყარო პსპ დაზღვევისთვის, რომ შეექმნათ ახალი პროდუქტი, რომლის საჭიროებაც კარგად გამოჩნდა პანდემიის დროს.

ინოვაციურ პროდუქტებზე აქცენტირება პსპ დაზღვევის განახლებული სტრატეგიის ნაწილია. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს მისი სტომატოლოგიური სერვისები იყოს დაზღვეული, მსგავსი პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა უკვე აქვს. პსპ დენტი, ასე ჰქვია სრულიად ახალ დაზღვევას, რომელიც გამონაკლისების გარეშე მოქალაქეებს ყველა ტიპის სტომატოლოგიურ სერვისს დაუფარავს.

"პირველი, რაც არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომ პროდუქტი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და პროდუქტი, რომელიც დღეიდან არის ხელმისაწვდომი, არის ინდივიდუალურ საჭიროებაზე ორიენტირებული. ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია იყიდოს პსპ დენტი, რომელიც გულისხმობს სტომატოლოგიური მომსახურების დაფარვას გამონაკლისების გარეშე.

როცა ვმუშაობდით ამ პროდუქტზე, მთავარი ალგორითმი რა იყო: პირველი, ამ პროდუქტის შეძენა უნდა შეეძლოს ნებისმიერ ადამიანს, უნდა იყოს უნივერსალურად ხელმისაწვდომი. მეორე პრინციპი ფინანსური ხელმისაწვდომობაა, მესამე კრიტერიუმია სიმარტივე. ეს არის პროდუქტი, რომელსაც არ აქვს გამონაკლისი. ფასი, ხელმისაწვდომობა და სიმარტივე არის მთავარი ამოსავალი პრინციპი“-აცხადებს პსპ დაზღვევის გენერალური დირექტორი, სოფიო ლებანიძე.

დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა ისეა აწყობილი, რომ თუ მოქალაქეს კორპორატიული დაზღვევა აქვს, ის ავტომატურად კარგავს სახელმწიფო შეღავათებს. პსპ დენტის შეძენის შემთხვევაში მოქალაქეებზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდება. პსპ დენტი კარგად თანაცხოვრობს როგორც სახელმწიფო პროგრამებთან, ისე სხვა ნებისმიერ სადაზღვევო პოლისთან.

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან, ისინი დაგვეხმარნენ ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევამ არ შეუშალოს ხელი სხვა სახელმწიფო შეღავათების მიღებას და სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მივიღეთ მნიშვნელოვანი შედეგი.

ანუ თუ კორპორატიული დაზღვევის პირობებში მე დავეზღვევი და დავკარგავ სახელმწიფო შეღავათს, პსპ-ს დაზღვევა სთავაზობს პსპ დენტის მფლობელს იმ შესაძლებლობას, რომ ის ავტომატურად იქნება სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე. თუ მე გადავწყვიტე, ვიყიდო პსპ დენტი მე ხელს არაფერი მიშლის, არაფერს ვკარგავ. არ დავკარგავ არც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამას, თუ ვფლობ სხვა სადაზღვევო პოლისს, არც ესაა წინააღმდეგობაში.

თვეში 20 ლარი ეს არის პსპ დენტის ღირებულება. დაზღვევა ხშირად არის გაიგივებული საოჯახო რისკების მართვასთან. შესაბამისად, პსპ დენტი არ არის მხოლოდ ერთ ფიზიკურ პირზე ორიენტირებული ანუ ადამიანს შეუძლია იყიდოს თავისთვის, ოჯახისთვის და იმ შემთხვევაში თუ ვსაუბრიბთ საოჯახო დაზღვევაზე, არის შეღავათი. საოჯახო პრემია არის საცალო პრემიის ჯამს გამოკლებული გარკვეული პროცენტი“-აცხადებს სოფიო ლებანიძე.