27.აპრილი .2021 21:36

Digital Bus Academy-ში ბავშვები მომავლის კურსების გავლას შეძლებენ

Digital Bus Academy-ში ბავშვები მომავლის კურსების გავლას შეძლებენ
views 1763
უკან

Digital Bus უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ყველა მსურველს აძლევს საშუალებას, რომ მომავლის პროფესიებს დღეს დაეუფლონ. ციფრული სამყაროს უსწრაფესი განვითარება სრულიად ცვლის ჩვენს მომავალს, ამიტომ აუცილებელია მის ტემპს ფეხი ავუწყოთ და განვითარება არ შევწყვიტოთ.

ამ დროის განმავლობაში აკადემიას უკვე ასობით სტუდენტი ჰყავდა. მათგან ზოგი უკვე პროფესიონალი იყო, ზოგი დამწყები. დამწყებ სტუდენტებზე კი არ უნდა დაგვავიწყდეს მათი ძალიან დიდი წარმატება კურსების გავლის შემდეგ: აკადემიამ უკვე 36 ადამიანის დასაქმება შეძლო!

ასეთი წარმატებული წლის შემდეგ, მათ გადავწყვიტეს, რომ უკვე დრო იყო ახალ, კიდევ უფრო რთულ გამოწვევას შესჭიდებოდნენ - მომავლის პროფესიების ბავშვებისთვის ესწავლებინათ.

Digital Bus Academy-ს სურვილი იყო, რომ ბავშვებისთვის მხოლოდ სასწავლო კურსები არ შექმნილიყო. ეს მათვის უნდა გახდეს დაუვიწყარი თავგადასავალი და ყველაზე საინტერესო საათები დღის განმავლობაში. ბავშვებთან იმუშავებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამის შესაბამისი გამოცდილება აქვთ. მათ იციან როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ადამიანებს, რომლებიც არიან ძალიან ცნობისმოყვარეები, ძალიან ჭკვიანები და თან საკმაოდ სენსიტიურები.

რა კურსები ექნება Digital Bus-ს მოზარდებისთვის და რატომ არის აუცილებელი მათი სწავლა?

იმის გამო, რომ ბავშვები ძალიან ენერგიულები არიან და ყველაფრის ათვისება უმარტივდებათ, პატარა ასაკში ენის სწავლება და სხვადასხვა აქტივობებზე ბავშვის შეყვანა ძალიან გამოცდილი პრაქტიკაა. ძირითადად ეს ეხება ხოლმე სპორტს, მუსიკას და უცხო ენებს. თუმცა, ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მსოფლიოს განვითარებამ ამ ყველაფერს კიდევ შეჰმატა ისეთი აქტივობები, რომლის ბავშვობიდან სწავლის შემთხვევაში, მოზარდი თინეიჯერობის ასაკში უკვე მზად იქნება ციფრულ ლაბირინთებში გზის გასაკვალად.

Digital Bus Academy-ს სწორედ 3 ასეთი კურსი აქვს 8-13 წლამდე ბავშვებისთვის, რომელთა გავლაც ბავშვისთვის, როგორც საინტერესო, ასევე ძალიან გამოსადეგი იქნება მომავალში.



Front End დეველოპმენტი

ყველაფერი რასაც ამ და სხვა საიტებზე ხედავთ, აპლიკაციაში შესვლისას გხვდებათ სწორედ Front End დეველოპერის დამსახურებაა. ამ მოწესრიგებული საიტებისა და აპლიკაციების უკან პროგრამული უზრუნველყოფა დგას, რომელზეც მისი მცოდნე ხალხი დგას. ბავშვებს სწორედ ამ ყველაფრის 0-დან შესწავლა შეეძლებათ. რამდენად სახალისო იქნება ეს მათთვის და ასევე რამდენად შემოსავლიანი შეიძლება იყოს ეს მათი ზრდასრულობისას ალბათ თავადაც ხვდებით. გარდა იმისა, რომ ეს მათთვის სახალისო იქნება, ასევე ამ კურსის განმავლობაში ისინი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას შეეცდებიან, რაც მათ პასუხისმგებლობის შეგრძნებასა და თავდაჯერებულობას გაუზრდის.

რობოტექნიკა

რა შეიძლება ბავშვისთვის იყოს იმაზე საინტერესო, ვიდრე რობოტის აწყობა? ამ კურსის საშუალებით ისინი გაიგებენ ყველაფერს რობოტექნიკაზე: როგორ ხდება მისი აწყობა, პროგრამულად გამართვა, დისტანციურად მართვა და ა.შ. ერთი სიტყვით, ტრანსფორმერების მუშაობის პრინციპებზე ყველაფერს გაიგებენ.

რობოტექნიკის კურსის განმავლობაში, ბავშვები მათთვის აქამდე წარმოუდგენელ პროცესებს გაივლიან და ნახავენ ყველა იმ დეტალს, რაც რობოტის გამართულად მუშაობისთვის არის საჭირო. ეს ყველაფერი მათ ძალიან დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მისცემს და ვინ იცის, იქნებ მათთვის საოცნებო პროფესიაც გახდეს.

გრაფიკული დიზაინი

ხატვაში საათების გატარება ძალიან ბევრ ბავშვს უყვარს. თუმცა, ძალიან ხშირია საუბარი იმაზე, რომ ზოგს ხატვის ნიჭი არ აქვს. ხატვის ნიჭზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ Digital Bus Academy-ის გრაფიკული დიზაინის კურსზე ხატვას ყველა შეძლებს!

კომპიუტერულ პროგრამაში ბავშვებს საშუალება აქვთ, რომ მათი ფანტაზიით ნებისმიერი ფორმისა და ფერის გამოსახულება შექმნან. კურსის განმავლობაში კი მათ ასწავლიან ყველა საჭირო ტექნიკას, რაც შეიძლება მათ გამოადგეთ ნებისმიერი გამოსახულების შესაქმნელად.

გრაფიკული დიზაინის კურსი მათ მისცემთ საშუალებას, რომ მათი ემოცია, ფანტაზია და გრძნობები გამოხატონ არა ფურცელზე, არამედ ეკრანზე.

მოკლედ, Digital Bus Academy აგრძელებს დიდი მიზნების დასახვას და მათ შესრულებას. ამჯერად მათი მიზანი ბავშვებისთვის უნიკალური კურსების შექმნაა. ამ კურსებზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლიათ და ბავშვები თავად შეძლებენ მათი გამოცდილების შეფასებას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა