მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PSP ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს - განცხადება

6384b5cc04e23
ინგა მურუსიძე
28.11.22 17:19
11936
ფარმაცევტული კომპანია PSP-ს მენეჯმენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფიანი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და შესაბამისად, ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან.

ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. იმედს ვიტოვებთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ფარმაცევტულ კომპანია PSP-ში თურქულ მედიკამენტებთან მიმართებით, სავარაუდოდ, პაციენტების შეცდომაში შეყვანას ჰქონდა ადგილი. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ფარმაცევტები მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ თურქული მედიკამენტები კარგი არ არის. პრემიერმა იქვე თქვა, რომ ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს, თუმცა დასძინა, რომ დადასტურების შემთხვევაში, უმკაცრესი რეაგირება იქნება.