სააფთიაქო ქსელს PSP-ში ამ ეტაპზე 32 თურქული წარმოშობის მედიკამენტია ხელმისაწვდომი. კომპანიაში აცხადებენ, რომ კიდევ 27 უახლოეს პერიოდში დაემატება, ეტაპობრივად კი სახეობები და რაოდენობები გაიზრდება.
რაც შეეხება მოთხოვნას, PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია ხაბეიშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა თურქული წარმოშობის მედიკამენტებზე არ ფიქსირდება.
„მაქსიმალურად ვცდილობთ გავაფართოვოთ ასორტიმენტი, რადგან ის მოიცავს ბევრი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიც არის გულსისხლძარღვთა დაავადებები, სასუნთქი გზების, ალერგიული, თვალის წვეთები და ა.შ.
მედიკამენტების შემოტანის პროცესი თავისებურია, ის მოიცავს არა მხოლოდ მომწოდებელი კომპანიების მოძიებას, არამედ დოკუმენტების გაცვლა-გამოცვლას, შეკვეთის ფორმირებას, ტრანსპორტირებას, განბაჟებას, ქსელში განაწილებას, საკმაოდ რთული პროცესია, მარტივად არ ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ აქცენტი გავაკეთეთ მედიკამენტების გაცილებით იაფად შემოტანაზე გავაკეთეთ, ვიდრე ევროპული დასახელებით იყიდებოდა, ამდენად მუდმივად ვმუშაობთ მომწოდებლებთან, რომ მოგვცენ შესაძლებლობა ქართველ მომხმარებელს იმ ფასთან მიახლოვებული დახვდეს, რაც თურქეთშია.
ასევე ვმუშაობთ ევროპელ მწარმოებლებთან ფასების კორექტირების კუთხით, ჯერ შედეგი არ დევს, თუმცა სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება მოთხოვნას, თითქმის ისეთივე დარჩა, როგორც ინდივიდუალური შეკვეთით, ფორმა 100-ის მეშვეობით შემოტანისას გვქონდა, თუმცა მომხმარებელი, რომელიც თურქულს ირჩევს,, კმაყოფილია, რადგან ფინანსური თვალსაზრისით, ეს ძალიან მისაღებია. ჩვენთან დაახლოებით 77%-ით იაფია თურქული წამლები ევროპულ ანალოგებთან შედარებით", - განაცხადა PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნათია ხაბეიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება