მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აუცილებლად ავიცრები" - კობა გვენეტაძე

60753b44cc1d0
ინგა მურუსიძე
13.04.21 12:36
874
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აუცილებლად აიცრება. როგორც ის ამბობს, პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება სწორედ ვაქცინაციაა.

"უკვე მე-12 წელია გრიპის სეზონური ვაქცინით ვიცრებით მთელი ჩემი ოჯახი. ახლაც ავიცრები აუცილებლად, რადგან პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება არის აცრა. Covid-პანდემიამ მსოფლიო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, რა თქმა უნდა, საქართველოც.

ჩვენი ეკონომიკა ძალიან დაზარალდა, პანდემიამ მობილობა შეზღუდა, რის გამოც მთელ მსოფლიოში ტურიზმი ჩავარდა. საქართველომ ამის გამო 2020 წელს, დაახლოებით, $3 მლრდ-ის შემოსავალი დაკარგა. ეს ჩვენს ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახა.

იმისათვის, რომ ტურისტები ისევ ჩამოვიდნენ, დასაქმება ისევ გაიზარდოს, ბიზნესებმა ისევ იმუშაონ, საგარეო ვალი შემცირდეს, აუცილებელია, აცრა გავიკეთოთ და ეკონომიკა ამუშავდეს. #აიცერი“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.

ცნობისთვის: BMG-ისა და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე უყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.