მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩინეთიდან და ინდოეთიდან ქვეყანაში უხარისხო პირბადეები შემოდის" - "რესპირატორი"

5fdedd6c44f7f
BM.GE
20.12.20 14:20
6340
“ჩინეთიდან და ინდოეთიდან ქვეყანაში უხარისხო პირბადეები შემოედინება”-ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია “რესპირატორის” დამფუძნებელმა სერგო გალუსტიანმა განუცხადა. მწამოებლები იმასაც ამბობენ, რომ დღეს ბაზარზე არაერთი არაკეთინდისიერი იმპორტიორი ოპერირებს, რომელსაც ქვეყანაში იაფფასიანი პირბადეები შემოაქვს.

მათი თქმით, ხშირად ხდება გაყალბებული დოკუმენტების წარდგენა საზღვარზეც იმ მიზნით, რომ არასამედიცინო პირბადე სამედიცინო პირბადედ გასაღდეს და იმპორტიორი დღგს-გან შეფარვით გათავისუფლდეს.

“ძალიან ბევრი ვიდეო და აუდიო მასალა იბეჭდება მედიაში, რომ ინგლისმა, ჰოლანდიამ, გერმანიამ დაუბრუნა უხარისხო პირბადეები ჩინეთს. საქართველოდან ჩინეთში არცერთი პირბადე უკან არ დაბრუნებულა იმიტომ, რომ არანაირი სტანდარტი არ გვაქვს არც საბაჟოზე და არც დოკუმენტაციის შემოწმების თვალსაზრისით. ჩინეთიდან და ინდოეთიდან ქვეყანაში უხარისხო პირბადეები შემოედინება, ზოგიერთს სუნი აქვს ისეთი, რომ საერთოდ ვერ გაიკეთებ. სერტიფიცირება ამ ყველაფრის არ ხდება, სამწუხაროდ.

ამის გამოსავალი არის ორი- ერთი, რომ მათ მოვთხოვოთ დოკუმენტი და მეორე, სანამ არ გვექნება ლაბორატორია, რომელიც ამ სტადარტის მიხედვით შეამოწმებს იმპორტირებულ თუ საქართველოში წარმოებულ პირბადეს, გამოსავალს ვერ ვიპოვით”- აცხადებს კომპანია “რესპირატორის” დამფუძნებელი სერგო გალუსტიანი.