მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პუბლიკის" დირექტორი და თანადამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი გაათავისუფლეს

640108cd05768
BM.GE
03.03.23 00:25
586
„პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი გაათავისუფლეს. "პუბლიკის" ინფორმაციით, მან შსს-ს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ასევე გაათავისუფლეს და შსს უკვე დატოვა „ტაბულას“ ჟურნალისტმა ბექა ჯიქურაშვილმა.

ჟურნალისტები გათავისუფლების შემდეგ ამბობენ რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია რა მუხლის საფუძველზე დააკავეს ისინი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ჟურნალისტების თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის დაცვის სამსახურმა შენობაში მყოფ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენობის დატოვების შესაძლებლობა მისცა, პარლამენტიდან გამოვიდნენ, სად მიმდინარე აქციაზეც პოლიცია მოქალაქეებს აკავებდა. სწორედ ამ დროს დააკავეს ზურა ვარდიაშვილიც.

დღეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ.