მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Puma-მ გაყიდვებით Adidas-სა და Nike-ს გაუსწრო

61ef7641edb99
სალომე ჭიპაშვილი
25.01.22 19:30
2772
გერმანული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Puma-ს გაყიდვების რაოდენობა 2021 წლის ბოლოს გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე Adidas-სა და Nike-ს – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მეოთხე კვარტალში, ბრენდის შემოსავალი 14 პროცენტით გაიზარდა და 1,76 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს – 1,63 მილიარდ ევროს, აჭარბებს.

კომპანიაში თვლიან, რომ წარმატება ბრენდის მიმართ ძლიერ გლობალურ მოთხოვნასთან ასოცირდება, რამაც კორონას კრიზისის დროს მიღებული ზარალი დააკონპენსირა.

მიუხედავად იმისა, რომ Puma-მ, მიწოდების პრობლემებისა და წარმოების შეფერხებების გამო, საქონლის რაოდენობის შემცირება დააანონსა, რომელიც 2021 წელს ვიეტნამში ფეხსაცმლის რამდენიმე ქარხნის დახურვის გამო წარმოიშვა, გაყიდვების გაზრდა მაინც მოახერხა.

Puma წლის სრულ ფინანსურ ანგარიშს თებერვალში გამოაქვეყნებს, თუმცა ბოლო 12 თვის განმავლობაში, კომპანიის აქციების ღირებულება 9,5 პროცენტით გაიზარდა.

2021 წელს Nike–ის გაყიდვები მხოლოდ 9 პროცენტით გაიზარდა. Reuters ასევე ამტკიცებს, რომ სამი კვარტლის მონაცემებით Puma-მ აჯობა Adidas-საც, თუმცა, ამ უკანასკნელს ფინანსური ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია.

კორონავირუსისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა განსაკუთრებით მძიმედ ვაჭრობაზე იმოქმედა. გასულ შემოდგომაზე Nike-მა ლოჯისტიკური პრობლემების გამო 2022 წლის გაზაფხულამდე ფეხსაცმლის გლობალური დეფიციტი დააანონსა, ხოლო იტალიურმა რითეილერმა Benetton-მა აზიაში წარმოების შემცირება.