მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პური გადარჩენის სიმბოლოდ აქციეს... თუ სუბსიდირებას ბოლომდე გაყვებიან, გადავარდებიან ხრამში“ - ჭყონია

6006eb0cacf70
ელენე გოგბერაშვილი
19.01.21 22:18
1051
სუბსიდირება არის ერთ-ერთი საკითხი, რაშიც ბიზნესმენი თემურ ჭყონია მთავრობის მიდგომას არ იზიარებს. როგორც ცნობილია, ეს მექანიზმი რამდენჯერმე გამოიყენა ხელისუფლებამ. მიმდინარე პროგრამის ფარგლებში სუბსიდირდება ფქვილი იმისთვის, რომ ე.წ სოციალური პური ქვეყანაში არ გაძვირდეს.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია თვლის, რომ თუ სუბსიდირებიდან მთავრობა დროულად არ გამოვა, ეს ხრამში გადავარდნის ტოლფასი იქნება.

„პური აქციეს გადარჩენის სიმბოლოდ. თუ პური აქვს ადამიანს, არ შია. წარმოიდგინეთ როგორი დონის ქვეყანაში ვცხოვრობთ. პური არის ჩვენი არსებობის წყარო. პური და სუბსიდირება. სუბსიდირება ან დროზე უნდა შეაჩერონ ან ბოლომდე უნდა გაჰყვნენ, მაგრამ თუ ბოლომდე გაყვებიან, გადავარდებიან ხრამში.

სუბსიდირების პროგრამები არსებობს, მაგრამ ამას წინათ სუბსიდირება გაუწიეს ნაყარ ვაშლს, ანუ რომელიც არ დამწიფდა, გადმოვარდა ან ფერმერმა არ მოუარა, რა არის ახლა ეს?! სუბსიდირების თემა ცოტა ისეთი თემაა, ამის გაკეთება გრძელვადიან პერიოდში ჩვენს ქვეყანას არ შეუძლია“, - აღნიშნა გადაცემა "საქმის კურსთან" ინტერვიუში ბიზნესმენმა.