მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პურის ფასის ზრდა მომდევნო ორი თვის განმავლობაში არ იგეგმება - ასოციაციის თავმჯდომარე

5f6f788f715b2
ლიკა გურაბანიძე
26.09.20 20:50
1358
“პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე” მალხაზ დოლიძე BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ ქვეყანაში პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არაა. მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ფქვილის ორი თვის მარაგი არსებობს, ხოლო ორი თვის შემდგომ შესყიდულ ნედლეულზე ფასები კი გაცვლით კურსსა და საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის ფასებზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, უკანასკნელ პერიოდში ხორბლის ღირებულება 10-15 დოლარით არის გაზრდილი.

“ჯერ ფქვილზე ორი თვის მარაგი არის, თუმცა მარაგის დასრულების შემდეგ მასზე ფასის ცვლილება თუ მოხდა, პურზე ფასის ზრდაც შესაძლებელია.

შესაძლებელია არ ნიშნავს, რომ შეიცვლება, რადგან ყველაფერი სიტუაციიდან გამომდინარეა.” - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ პურის წარმოებისთვის აუცილებელ ნედლეულზე ფასების ცვლილება მოხდება, მწარმოებლების მიერ ბაზარზე პურზე ამჟამად არსებული ფასის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

“დოლარი ცვლის, როგორც საფუარის, ასევე სხვა დამხმარე მასალების ფასს, ხოლო ეს რა თქმა უნდა, მეწარმის მდგომარეობას ართულებს.” - განაცხადა პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები