20.თებერვალი.2016 16:24
ეკონომიკა

პუშკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისში დასრულდება

პუშკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისში დასრულდება
პუშკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისში დასრულდება. ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ,  რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ძეგლი შეფუთულია სპეციალური მასალით. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია გაიწმინდება და ძეგლი, კვლავ, პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.

პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას.

"ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება.

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა საცობებისგან განტვირთავს დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, კერძოდ მაჩაბელის, კოტე აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, ლესია უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "CRP" აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება", - განმარტავენ მერიაში. 

23.მაისი.2019 10:20
67

ესკო: აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი 86%-ით გაიზარდა

ვრცლად
23.მაისი.2019 09:50
70

"ჩვენი ქვეყნის ბაზარი იმდენად პატარაა, რომ შესაძლოა, ერთმა ტრანზაქციამაც შეცვალოს კურსი"

ვრცლად
23.მაისი.2019 09:00
97

დღეს, პრემიერი ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდება

ვრცლად
22.მაისი.2019 23:21
94

GWP მეოთხე წელია Fitch-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს "BB მინუსს" სტაბილურად ინარჩუნებს

ვრცლად
22.მაისი.2019 23:20
108

დეპუტატი-ლარის კურსზე: „ჩვენ ახლა ვართ, როგორც ნაფოტი - ტალღაზე მიგდებული“

ვრცლად
22.მაისი.2019 23:00
72

24 მაისს, აჭარის მთავრობა ბიზნესს შეხვდება

ვრცლად