თბილისის მერის განცხადებით, დღეიდან თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია იწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 800 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„თავისუფლების მოედანზე პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია ვიწყებთ, რომელიც დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ფილები დაზიანებული და განადგურებულია, მწვანე თარგები შესაბამის მდგომარეობაში არ არის. გვინდა, განვაახლოთ არსებული სივრცე და მოვაწესრიგოთ;
მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირის განახლება. წელს კი, ეს სივრცე გვინდა განვაახლოთ.
რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა დამატებითი გამწვანებითი სივრცეები, განახლდება საფეხმავლო ბილიკები - მთლიანად შეიცვლება, განახლდება საპარკე ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა, დამატებით დამონტაჟდება ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა.
სამუშაოების განხორციელებას დღეს ვიწყებთ და მისი დასრულება ოქტომბერში იგეგმება. დაახლოებით, 800 ათასი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კალაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი