მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

63c7fbdfeeab8
BM.GE
18.01.23 18:03
588
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველი საკითხები იყო საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას. საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის საკითხებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.

პრემიერ-მინისტრმა და სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა დღეს. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.